ფეხბურთი

15:09 | 23.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

მერებაშვილს წინადადებები საფრანგეთიდან და რუმინეთიდან აქვს

კრეტას ოფი-ს ყოფილი შემტევი ნახევარმცველის გიორგი მერებაშვილის მენეჯერმა ჯანლუკა მარინიმ ინტერნეტპორტალ gazzetta.gr-სთან განაცხადა, რომ მის კლიენტს წინადადებები საფრანგეთიდან და რუმინეთიდან აქვს.

“მენეჯერები და შუამავლები ყოველდღე მირეკავენ. მერებაშვილის მიმართ დიდი ინტერესია, მაგრამ არავის შევთანხმებივართ, მათ შორის არც “ატრომიტოსს”.

საქმე ისაა, რომ წინადადებები ფინანსურად მეტად არამიმზიდველია და ისინი იმ თანხის ადექვატურია, რასაც ფეხბურთელი ოფი-ში იღებდა.

მერებაშვილი თბილისის “დინამოში” მეტ ხელფასს იღებდა და საბერძნეთში გადასვლას იმიტომ დათანხმდა, რომ უფრო მაღალ დონეზე ეთამაშა. კლუბების უმრავლესობა ამას ვერ მიხვდა და იმავე თანხას სთავაზობენ, რასაც ოფი-ში იღებდა. დიდი ალბათობით ყურადღებას საფრანგეთს ან რუმინეთს მივაპყრობთ, საიდანაც წინადადებები გვაქვს. სამწუხაროდ, მერებაშვილს იგივე ანაზღაურებას საბერძნეთის ლიგაში ვერ სთავაზობენ”, - თქვა მარინიმ.

0.116089