კალათბურთი

13:49 | 23.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონებმა სერიაში ანგარიში გაათანაბრეს

გამთენიისას ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციის პლეი ოფის 3 მატჩი გაიმართა.

ჯორჯიაში “ატლანტა” სერიის მეორე მატჩში “ბრუკლინს” დაუპირისპირდა. მატჩის დასრულებამდე 16 წამით ადრე “ქორები” 93:91 იგებდნენ, ნიუ იორკელთა გამთამაშებელმა დერონ უილიამსმა ერთი მეტოქე მარტივად ჩამოიშორა და 2 ქულიანი გაუშვა, თუმცა ბურთი კალათში არ მოთავსდა და საბოლოოდ ჯორჯიელებმა 96:91 იმარჯვეს. მატჩში ყველაზე მეტი 23 ქულა ჯეკმა ჩააგდო. ატალნტელთაგან ორმაგი დუბლი ალ ჰორფორდმა შეასრულა 14 ქულა, 13 მოხსნა. ჯორჯიელები სერიაში 2:0 დაწინაურდნენ. მესამე მატჩი ნიუ იორკში 25 აპრილს გაიმართება.

დრამატული მატჩი გაიმართა ლოს ანჯელესში, სადაც “კლიპერსი” “სან ანტონიოს” დაუპირისპირდა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. შეხვედრის დასრულებამდე 8 წამით ადრე “კლიპერსი” 94:92 იგებდა. თუმცა ლოს ანჯელესელები მაილსის წინააღმდეგ დაჯარიმდნენ. ტეხასელთა გამთამაშებელმა ორივე საჯარიმო სროლა გამოიყენა და 94:94 გახადა. ბოლო წამზე კრის პოლმა 2-ქულიანი ესროლა, მაგრამ ბურთი კალათში არ ჩავარდა. შეხვედრაში დამატებითი 5-წუთეული დაინიშნა, რომელშიც უკეთესი “სან ანტონიო” აღმოჩნდა. “კლიპერსმა” დაცვაში რამდენიმე უხეში შეცდომა დაუშვა. საბოლოოდ ჩემპიონებმა 111:107 იმარჯვეს და სერიაში ანგარიში 1:1 გახადეს. აღსანიშნავია ვეტერანი ტიმ დანკანის 28 ქულა და 11 მოხსნა. ამ მატჩამდე ტიმს ნბას პლეი ოფების ისტორიაში 4999 ქულა ჰქონდა ჩაგდებული. დანკანი პლეი ოფების ისტორიში გახდა მეხუთე კალათბურთელი ვინსაც 5000 ქულაზე მეტი აქვს გაკეთებული. ბლეიკ გრიფინმა კი სამმაგი დუბლი შეასრულა, - 29 ქულა, 12 მოხსნა და 11 პასი. სერიის მესამე მატჩი ტეხასში 25 აპრილს გაიმართება.

მარტივი გამრჯვება იზეიმა “მემფის გრიზლმა”, რომელმაც შინ “პორტლენდს” 97:82 მოუგო. მემფისელთა რიგებში ყველაზე მეტი მაიკლ კონლიმ 18 ქულა ჩააგდო. ასევე გამორჩეული იყო ზაკ რენდოლფი, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა, 10 ქულა 10 მოხსნა. პორტლენდში საუკეთესო ლამარკულს ოლდრიჯი გახლდათ, მისი მონაგარია 24 ქულა და 11 მოხსნა. სერიაში “დათვები” 2:0 დაწინაურდნენ. მომდევნო მატჩი გუნდებს შორის პორტლენდში 26 აპრილს გაიმართება.

“ატლანტა ჰოუქსი” – “ბრუკლინ ნეტსი” 96:91 (29:24, 21:23, 25:20, 21:24)

“ატლანტა”: მილსაპი (19 ქ. 7 მ.), კორვერი (17 ქ. 4 ჩ.), ტიგი (16 ქ. 6 პ.), ჰორფორდი (14 ქ. 13 მ. 7 პ.), შროდერი (12 ქ. 6 პ.), ანტიჩი (8 ქ.), ბაზერმორი (3 ქ.), სკოტი (3 ქ.), მაკი (3 ქ.), ქეროლი (2 ქ.)

“ბრუკლინი”: ჯეკი (23 ქ. 5 მ.), ლოპესი (20 ქ. 7 მ.), ჯონსონი (19 ქ. 9 მ.), ანდერსონი (13 ქ. 5 მ.), ბოგდანოვიჩი (8 ქ.), პლამლი (4 ქ.), იანგი (2 ქ.), უილიამსი (2 ქ. 10 მ. 8 პ.)

https://www.youtube.com/watch?v=r0djwUY7D8Q

სერიის ანგარიში 2:0

“მემფის გრიზლი” – “პორტლენდი” 97:82 (19:21, 31:18, 23:21, 24:22)

“მემფისი”: კონლი (18 ქ. 6 პ.), ლი (18 ქ.), გასოლი (15 ქ. 7 მ. 5 პ.), რენდოლფი (10 ქ. 10 მ.), უდრიხი (10 ქ.), გრინი (9 ქ.), კარტერი (9 ქ.), ალენი (4 ქ.), კუფოსი (4 ქ.)

“პორტლენდი”: ოლდრიჯი (24 ქ. 14 მ.), ლილარდი (18 ქ.), ბატუმი (11 ქ. 7 მ. 7 პ.), ლეონარდი (10 ქ.), ლოპესი (10 ქ.), მაკლამი (6 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=pez-Rhq-3iI

სერიის ანგარიში 2:0

“ლოს ანჯელეს კლიპერსი” – “სან ანტონიო” 107:111 (24:28, 23:24, 27:25, 20:17 ო.ტ. 13:17)

“კლიპერსი”: გრიფინი (29 ქ. 11 პ. 12 მ.), პოლი (21 ქ. 8 მ. 1 პ.), ჯორდანი (20 ქ. 15 მ.), რედიკი (16 ქ.), კროუფორდი (11 ქ.), ბარნსი (4 ქ. 10 მ.), რივერსი (4 ქ.), თურქოღუ (2 ქ.)

“სან ანტონიო”: დანკანი (28 ქ. 11 მ. 4 პ.), ლეონარდი (23 ქ. 9 მ.), მაილსი (18 ქ.), დიაო (12 ქ. 9 მ.), გრინი (9 ქ.), ჯინობილი (9 ქ.), ბელინელი (2 ქ.), პარკერი (1 ქ. 5 პ.)

https://www.youtube.com/watch?v=AL6y-XlG6Nk

სერიის ანგარიში 1:1

0.116964