ფეხბურთი

13:37 | 23.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვანიამა შესაძლოა “არსენალში” აღმოჩნდეს

როგორც Sun იუწყება, ლონდონის “არსენალი” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს “საუთჰემპტონი” ნახევარმცველ ვიქტორ ვანიამას შეძენას შეეცდება.

ლონდონელებს “სელტიკის” ყოფილი ვარსკვლავის შეძენა 2013 წელს სურდათ, თუმცა კენიელმა კარიერის გაგრძელება “საუთჰემპტონში” გადაწყვიტა.

“ვნახოთ, რა მოხდება სეზონის დასრულების შემდეგ. წინასწარ ვერაფერს ვიტყვი. ვენგერი მესაუბრა, მას სურს “არსენალის” ფეხბურთელი გავხდე. არსენალი” დიდი კლუბია, ჩემპიონთა ლიგაში თამაში კი ძალიან სასიამოვნოა. ამ ტურნირზე “სელტიკთან”ერთად მივიღე მონაწილეობა”, - აღნიშნა ფეხბურთელმა.

“ბრწყინვალე სეზონს ვატარებ “საუთჰემპტონთან” ერთად. ამ მომენტში მხოლოდ კლუბზე ვარ კონცენტრირებული, გვსურს ევროპა ლიგის საგზური მოვიპოვოთ”, - დაასრულა ვანიამამ.

23 წლის საყრდენი ნახევარმცველი “ბეერსხოტსა” და გლაზგოს “სელტიკში” თამაშობდა, 2013 წლიდან კი ინგლისური კლუბის ფეხბურთელია.

ვანიამამ მიმდინარე სეზონის პრემიერლიგაში 28 მატჩში 3 გოლი გაიტანა. “საუთჰემპტონი” 56 ქულით სატურნირო ცხრილის მე-7 ადგილზეა.

0.113619