როგორც Gazzetta dello Sport იუწყება, “ფიორენტინას” ფორვარდი მარიო გომესი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ იტალიურ კლუბს დატოვებს. 29 წლის გერმანელს ბუნდესლიგაში დაბრუნება არ სურს. აღნიშნული წყაროს ცნობით გომესის დამატებით ინგლისური და ესპანური კლუბები არიან დაინტერესებულნი. გუნდების სახელები არ ხმაურდება.
მარიო გომესმა მიმდინარე სეზონის სერია A-ში 18 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა, ევროპა ლიგის 7 მატჩში კი მის ანგარიშზე 2 გოლია.
მოთამაშემ საფეხბურთო კარიერა 2003 წელს “შტუტგარტის” შემადგენლობაში დაიწყო, 2009 წელს “ბაიერნის” ფეხბურთელი გახდა, 2013 წლიდან კი ფლორენციული კლუბის წევრია.