ტაშკენტის “ფახთაქორის” კაპიტანი კახა მახარაძე კვლავ ტრავმირებულია და უზბეკეთის ჩემპიონატში ზედიზედ ორი მატჩის გამოტოვების გარდა, აზიის ჩემპიონთა ლიგაშიც ვერ ითამაშა.
“ფახთაქორის” სტუმრად ირანის “ნაფთს” დაუპირისპირდა და ქულა აიღო – 1:1. მახარაძე 18-კაციან განაცხადში არ იყო.
“ფახთაქორი” აზიის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე B ჯგუფში ასპარეზობს, სადაც 6 ქულით ოთხ გუნდში მესამე ადგილი უკავია. ჯგუფს 9 ქულით არაბეთის გაერთიანებული საემიროების “ალ აინი” ლიდერობს, “ნაფთი” 8 ქულით მეორე პოზიციაზეა, ხოლო საუდის არაბეთის “ალ შაბაბი” 2 ქულით ბოლოა.