მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა-მ ევროლიგის ოთხთა ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. მოსკოველებმა ათენში “პანათინაიკოსი” 74:55 დაამარცხს და მეოთხედფინალური სერია 3:1 მოიგეს.
ცსკა-ს მთავარ მწვრთნელ დიმიტრის იტუდისს განაცხადში მყოფი ქართველი მცველი მხოლოდ ბოლო წუთზე გაახსენდა და დასკვნით 25 წამს ათამაშა, რა დროშიც მანუმ 1 სამქულიანის აცილება მოასწრო.
თამაშის ბედი მე-3 მეოთხედის მიწურულს გადაწყდა, როდესაც სტუმრებმა უპირატესობა 16 ქულამდე გაზარდეს და მატჩის გამარჯვებამდე მიყვანა არ გასჭირვებიათ.
ცსკა-ს რიგებში ყველაზე სარგებლიანი ანდრეი კირილენკო გახლდათ, რომელმაც ორმაგი დუბლი (13 ქულა, 10 მოხსნა) შეასრულა, ნანდო დე კოლომ კი 18 ქულა ჩააგდო.
ამგვარად, რუსული კლუბი ოთხთა ფინალში სტამბოლის “ფენერბაჰჩეს” შეუერთდა, კიდევ 2 იღბლიანის ვინაობას კი დღეს შევიტყობთ.
მადრიდის “რეალი”, რომელიც “ანადოლუ ეფესს” 2:1-ს ამარცხებს, თურქეთში კიდევ ერთხელ ითამაშებს, “ბარსელონა” კი სერიაში დარჩენას პირეოსში ეცდება. კატალონიელები “ოლიმპიაკოსთან” დაპირისპირებას 1:2-ს აგებენ.