ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბმა “ოკლაჰომა სიტი სანდერმა” მთავარი მწვრთნელი სკოტ ბრუკსი თანამდებობიდან დაითხოვა. ოკლაჰომელებმა რეგულარული სეზონი 45 მოგებით და 7 მარცხით დაასრულეს და 2009 წლიდან მოყოლებული პირველად პლეი-ოფში ვერ გააღწიეს.
უკვე გაჩნდა ინფორმაცია, რომ ბრუკსის მიერ გამოთავისუფლებული ადგილი, შესაძლოა, ფლორიდის უნივერსიტეტის თავკაცმა ბილი დონოვანმა დაიკავოს.