ESPN-ის ცნობით, ლონდონის “ჩელსი” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს “ინტერის” შემტევის მაურისიო იკარდის გადაბირებას გეგმავს. წყაროს ცნობით, სეზონის დამთავრების შემდეგ არგენტინელი მილანურ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ გეგმავს.
მიმდინარე სეზონში იკარდიმ “ინტერის” მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 41 მატჩი ჩაატარა, 21 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა. 22 წლის იკარდი 2012-2013 წლებში გენუის “სამპდორიას” ღირსებას იცავდა, სადაც 33 მატჩში 11 გოლი გაიტანა.