ქართველი ჩოგბურთელი გიორგი ცივაძე ყაზახეთის ქალაქ შიმკენტში მიმდინარე 15-ათასიან ტურნირს გამოეთიშა, არადა, მეოთხედფინალთან ახლოს იყო.
მერვედფინალურ ეტაპზე ცივაძე მე-5 ნომრად განთესილ უზბეკ ტემურ ისმაილოვს დაუპირისპირდა და 7:6 (7:2), 6:7 (5:7), 3:6 დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ პირველ წრეში გიორგიმ უკრაინელ ალექსანდრ კუშაკოვს 6:2, 6:4 მოუგო.