ფრანგული ”ლილის” ნახევარმცველი რიო მავუბა ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში დიდი ალბათობით იტალიურ “რომას” შეუერთდება. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი გამოცემა Corriere dello Sport–ი ავრცელებს.
31 წლის ნახევარმცველს “ძაღლებთან” მოქმედი კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება. შესაბამისად, მისი ხელში ჩაგდება მსურველ კლუბს უფასოდ შეეძლება.
“რომას” მთავარი მწვრთნელი რუდი გარსია წლების განმალობაში წვრთნიდა მავუბას და კვლავ ერთად მუშაობის სურვილი, ორივე მხარეს აქვს.