ფეხბურთი

21:36 | 22.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

მანჩინის ალექს სონგის შეძენაც მოუნდა

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, “ბარსელონას” საკუთრებაში მყოფმა და ამჟამად ლონდონის “ვესტ ჰემში” მოთამაშე ალექს სონგმა შესაძლოა კარიერა მილანის “ინტერში” გააგრძელოს.

“ნერაძურის” თავკაც რობერტო მანჩინის ნახევარმცველის დამატება ერთწლიანი საიჯარო ხელშეკრულებით სურს. სონგი “ბლაუგრანადან” პრემიერლიგის გუნდში ერთი წლითაა განათხოვრებული და როგორც ირკვევა, “ჩაქუჩებს” მისთვის იჯარის გახანგრძლივება ან გამოსყიდვა არ სურთ, ხოლო “ბარსას” ფეხბურთელის დაბრუნება. სონგისთვის ყველაზე კარგი ვარიანტი კი იტალიურ გუნდში გადასვლაა.

მიმდინარე სეზონში ლონდონის “არსენალის” ყოფილმა ფეხბურთელმა პრემიერლიგაში 25 შეხვედრა ჩაატარა და აქტივში მხოლოდ 2 საგოლე გადაცემა ჩაიწერა.

0.117468