იტალიური “ტორინოს” კაპიტანი კამილ გლიკი გერმანული “ვოლფსბურგის” ინტერესის სფეროში მოხვდა. ამის შესახებ იტალიური გამოცემა “ტუტოსპორტი” იუწყება. ”მგლები” პოლონელი მცველის სანაცვლოდ 14 მილიონი ევროს გადახდას არიან ყაბულს. გარდა “ვოლსფბურგისა”, 27 წლის ფეხბურთელის მიმართ ინტერესს ლონდონის “ტოტენჰემიც” იჩენს, რომლის ხელმძღვანელები 11 მილიონი ევროს გაღებას გეგმავენ.
აღსანიაშნავია, რომ გლიკი წარმატებულ სეზონს ატარებს. მას სერია A-ში ჩატარებულ 25 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი, რაც ცენტრალური მცველისთვის ძალიან კარგი შედეგია.