ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში საქართველოს 2015 წლის ჩემპიონატზე მედლების 4 კომპლექტი გათამაშდა. ორდღიანი ტურნირის პირველ დღეს, გლდანში მდებარე ჯემალ ცერცვაძის სახელობის დარბაზში გაშლილ საჭიდაო ხალიჩაზე 59, 71, 80 და 98 კილოგრამ წონით კატეგორიებში მოჭიდავეები გავიდნენ და ოთხივე წონაში პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე დასავლეთ საქართველოს წარმომადგენლები გავიდნენ.
ყველაზე შედეგიანი ტურნირის საწყისი დღე აჭარის გუნდისთვის გამოდგა - 59 კილოგრამში პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე გოდერძი დავითაძე ავიდა, 71-ში – მინდია წულუკიძე, ხოლო 80-ში – ლაშა გობაძე.
დავითაძემ ფინალში თანარეგიონელ მურად მიქელაძეს სძლია (6:0 0:2), წულუკიძემ ფინალში ხობელი მანუჩარ ცხადაია დაამარცხა (2:1 0:0), გობაძემ – გარდაბნელი თორნიკე ძამაშვილი (0:0 7:0).
98 კილოგრამის გადამწყვეტ ბრძოლაში ერთმანეთს წყალტუბოელი მიხეილ ქაჯაია და თბილისელი რევაზ ნადარეიშვილი დაუპირისპირდნენ და საქართველოს ჩემპიონი ქაჯაია (5:0 0:3) გახდა.
ხვალ საქართველოს პირველობაზე მედლების დარჩენილი ოთხი კომპლექტი გათამაშდება.
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
საქართველოს ჩემპიონატი
თბილისი
22 აპრილი
59 კგ
1 გოდერძი დავითაძე (აჭარა)
2 მურად მიქელაძე (აჭარა)
3 დავით ჩხარტიშვილი (ოზურგეთი)
3 ედნარ შავაძე (აჭარა)
71 კგ
1 მინდია წულუკიძე (აჭარა)
2 მანუჩარ ცხადაია (ხობი)
3 ანტონ მამაგეიშვილი (ქუთაისი)
3 გიორგი ჯავახია (თბილისი)
80 კგ
1 ლაშა გობაძე (აჭარა)
2 თორნიკე ძამაშვილი (გარდაბანი)
3 ზურაბ ცინცაძე (ოზურგეთი)
3 გიორგი ცირეკიძე (ქუთაისი)
98 კგ
1 მიხეილ ქაჯაია (წყალტუბო)
2 რევაზ ნადარეიშვილი (თბილისი)
3 სერგო გოგისვანიძე (ქუთაისი)
3 ვასილ იმერლიშვილი (რუსთავი)