ფეხბურთი

17:46 | 22.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ენფილდზე” ერთი იტალიელის ნაცვლად მეორეს ელიან

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ინგლისურ “ლივერპულს” ერთი იტალიელის, მარიო ბალოტელის ჩანაცვლება ზაფხულში, მეორე იტალიელით, ჩირო იმობილეთი გადაუწყვეტია. ამის შესახებ “სქაი სპორტი” იუწყება.

თავის მხრივ ამჟამინდელი მდგომარეობით ბედნიერი ვერც იმობილეა, რომელიც “დორტმუნდს” ვერადავერ მოერგო, ხოლო ამ ფაქტს გუნდიდან იურგენ კლოპის წასვლასაც თუ დავუმატებთ, ნეაპოლელი ფორვარდის მომავალი “სიგნალ იდუნა პარკზე” კიდევ უფრო ბუნდოვანი ხდება.

მიმდინარე სეზონში 25 წლის თავდამსხმელმა ჩემპიონთა ლიგაზე 4, ხოლო გერმანიის ჩემპინატში მხოლოდ 3 გოლი გაიტანა. ბუნდესლიგის ეგიდით მან ბოლოს “ვოლფსბურგის” დამწუხრება გასული წლის 17 დეკემბერს შეძლო, როცა შორი დისტანციიდან გაიტანა.

0.112209