კალათბურთი

15:16 | 22.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

პაპასი საუკეთესოა

ათენის “პანათინაიკოსის” გამთამაშებელი ნიკოს პაპასი ევროლიგის მეოთხედფინალების მე-3 მატჩების საუკეთესო კალათბურთელად აღიარეს.

გასულ შეხვედრაში ბერძნულმა გუნდმა მოსკოვის ცსკა 86:85 დაამარცხა, პაპასის მონაგარი კი 25 ქულა, 4 პასი და 4 ჩაჭრა გახლდათ. შედეგად, მისმა სარგებლიანობის კოეფიციენტმა 31-ს უწია, რაც ვერავინ გადაფარა.

საუკეთესოთა სამეულში თელ ავივის “მაკაბის” ფორვარდი ბრაიან რენდლი (27) და სტამბოლის “ანადოლუ ეფესის” ცენტრი ნენად კრსტიჩიც (26) მოხვდნენ.

შეგახსენებთ, რომ “პანათინაიკოსი” ცსკა-სთან სერიას 1:2-ს აგებს, დღეს საღამოს კი მანუჩარ მარკოიშვილის გუნდს კიდევ ერთხელ გაეჯიბრება და ანგარიშის გათანაბრებას ეცდება.

0.121996