ბუნდესლიგის ბინადარმა “მაინცმა” მთავარ მწვრთნელ მარტინ შმიდტს კონტრაქტი სამი წლით გაუხანგრძლივა. ახალი ხელშეკრულების თანახმად, 48 წლის შვეიცარიელი სპეციალისტი მაინცელებს 2018 წლის ივლისამდე უთავკაცებს.
შმიდტი ბუნდესლიგურ კლუბში 2010 წელს მივიდა და 23-წლამდელთა გუნდი ჩააბარეს. მიმდინარე წლის თებერვალში “მაინცმა” თავკაცი კასპერ ჰიუმლანდი დაითხოვა და მის ნაცვლად შმიდტი დანიშნა.
შვეიცარიელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით მაინცელებმა 8 მატჩი ჩაატარეს, აქედან 3 მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს, ხოლო 2 შეხვედრაში დამარცხდნენ.