გერმანიის ქალაქ შტუტგარტში გრძელდება საჩოგბურთო ტურნირი, რომლის საპრიზო ფონდიც 731 ათასი დოლარია.
PORSCHE TENNIS GRAND PRIX-ის წყვილთა შეჯიბრის პირველ წრეში ქართველი ოქსანა კალაშნიკოვა და ჩეხი კატერინა სინიაკოვა პოლონელ კლაუდია იანს-იგნატიკს და სლოვენიელ ანდრეა კლეპაჩს გაეჯიბრნენ და 4:6, 0:6 დამარცხდნენ.
ცნობისთვის, ერთეულთა შეჯიბრში კალაშნიკოვა მონაწილეობას არ იღებს.