ჩოგბურთი

14:47 | 22.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ცივაძემ პირველი წრე დასძლია

ქართველმა ჩოგბურთელმა გიორგი ცივაძემ ყაზახეთის ქალაქ შიმკენტში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 15 ათასი დოლარი) პირველი რაუნდი დასძლია.

ცივაძემ უკრაინელი ალექსანდრ კუშაკოვი 6:2, 6:4 დაამარცხა და მერვედფინალში მე-5 ნომრად განთესილ უზბეკ ტემურ ისმაილოვს გაეჯიბრება.

შეგახსენებთ, რომ მანამდე გიორგი წყვილთა ტურნირს გამოეთიშა.

0.113359