ფეხბურთი

14:39 | 22.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ოლიმპიაკოსი” ლორიას მეორე მეკარედ განიხილავს

საბერძნეთის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი პირეოსის “ოლიმპიაკოსი” საქართველოს ეროვნული გუნდის მეკარის გიორგი ლორიას მიწვევას აპირებს.

ინტერნეტპორტალი sportdog.gr-ი იუწყება, რომ “ოლიმპიაკოსი” ლორიას მეორე მეკარედ განიხილავს. ბერძნული კლუბის პირველი მეკარე ესპანელი რობერტო ხიმენესია. ქართველმა “ოლიმპიაკოსში” უნგრელი ბალაჟ მედიერი უნდა შეცვალოს, რომელიც მიმდინარე სეზონის შემდეგ გუნდს დატოვებს. პიროესელებმა ლორია “იანინას” მეკარე მარკოს ველიდის ამჯობინეს, რომელიც მათ სატრანსფერო სიაში ასევე იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების კარის დარაჯის თავის რიგებში ხილვა კიდევ ერთ ბერძნულ კლუბს პაოკ-ს სურს.

ლორიათი “ოლიმპიაკოსისა” და პაოკ-ის დაინტერესებას, სხვა ბერძნული ინტერნეტპორტალი gazzetta.gr-იც ადასტურებს. თუმცა, აღნიშნავს, რომ ქართველ მეკარეს რთული დრო უდგას, რადგან მამა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო საავადმყოფოში ჰყავს და ამჟამად, მთელი ყურადღება გადატანილი ამაზე აქვს.

0.116044