ტომსკის “ტომის” თავდამსხმელი ანზორ სანაია ინტერნეტპორტალ onedivision.ru-ს ვერსიით რუსეთის საფეხბურთო პირველი დივიზიონის 28-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე მყოფმა “ტომმა” განვლილ ტურში იაროსლავლის “შინიკი” მიიღო და 4:0 გაიმარჯვა. წარმოშობით ქართველმა 25 წლის ფორვარდმა, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, სტუმართა კარში ორი გოლი გაიტანა.
“საუცხოო თავდამსხმელის საუცხოო თამაში. ამ მატჩში ანზორს ბედი წყალობდა და ბურთი სულ მასთან მიდიოდა, ხოლო ის ყოველთვის სადაც საჭიროა იქ იყო. შედეგად, ორი გოლი გაიტანა. აი, რას ნიშნავს მწვრთნელის ნდობა, მითუმეტეს, ისეთი მწვრთნელის როგორიც ნეპომნიაშჩია. მოთამაშემ შანსი მიიღო და ბრწყინვალედ გამოიყენა” – იუწყება onedivision.ru სანაიას შესახებ, რომელიც მიმდინარე სეზონში სიმბოლურ ნაკრებში პირველად მოხვდა.