გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი-ოფის 3 მატჩი გაიმართა.
“კლივლენდ კავალიერსმა” შინ “ბოსტონს” 99:91 მოუგო და სერიაში 2:0 დაწინაურდა. “კავალიერსმა” პირველი პერიოდი ერთი ქულით დათმო, თუმცა მომდევნო სამ პერიოდში იმარჯვა. “კლივლენდს” 30 ქულით ლებრონ ჯეიმსმა ულიდერა. “მეფემ” 5-დან 1 სამქულიანი, 17-დან 10 ორქულიანი და 8-დან 7 საჯარიმო სროლა ჩააგდო. სერიის მესამე მატჩი 24 აპრილს ბოსტონში გაიმართება.
“ტორონტომ” კანადაში “ვაშინგტონთან” სერიის მეორე მატჩიც წააგო 106:117. მატჩში გადამწყვეტი მეორე და მესამე პერიოდები აღმოჩნდა, რომელიც დედაქალაქელებმა შესაბამისად 16 და 11 ქულით მოიგეს. “ვაშინგტონში” ჯონ უოლი 20 ქულით და 14 პასით გამოირჩა. დედაქალქელები სერიაში 2:0 დაწინაურდნენ, თან ორივე მატჩი კანადაში მოიგეს, რაც “ჯადოქრებს” მომდევნო ეტაპზე გასვლის კარგ შანს აძლევს. სერიის მესამე მატჩი ვაშინგტონში 25 აპრილს გაიმართება.
ტეხასურ დერბიში “ჰიუსტონ როკეტსმა” საკუთარ დარბაზში “დალას მავერიკსი” 111:99 დაამარცხა. შეხვედრაში გადამწვეტი მეოთხე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც “როკეტსმა” 30:19 მოიგო. მატჩში საუკეთესო დუაიტ ჰოვარდი გახლდათ, რომელმაც ორმაგი დუბლი გაიფორმა - 28 ქულა, 12 მოხსნა. სერიში “ჰიუსტონი” 2:0 დაწინაურდა. მესამე მატჩი დალასში 25 აპრილს გაიმართება.
“კლივლენდ კავალიერსი” – “ბოსტონ სელტიკსი” 99:91 (25:26, 26:24, 24:18, 24:23)
“კლივლენდი”: ჯეიმსი (30 ქ. 9 მ. 7 პ.), ირვინგი (26 ქ. 5 მ. 6 პ.), მოზგოვი (16 ქ. 7 მ.), ლავი (13 ქ. 6 მ.), სმიტი (7 ქ.), დელავედოვა (5 ქ.), შამპერტი (2 ქ.)
“ბოსტონი”: ტომასი (22 ქ.), სალინჯერი (14 ქ.), ზელერი (11 ქ.), სმარტი (10 ქ.), კრაუდერი (10 ქ.), თარნერი (9 ქ. 12 მ.), ბრედლი (8 ქ.), ოლინიკი (5 ქ.), ბასი (2 ქ.)
https://www.youtube.com/watch?v=Jo9sFfBEjeA
სერიაში ანგარიში 2:0
“ტორონტო რეპტორსი” – “ვაშინგტონ უიზარდსი” 106:117 (31:26, 18:34, 26:37, 31:20)
“ტორონტო”: უილიამსი (20 ქ.), პატერსონი (15 ქ.), დეროზანი (11 ქ), ამირ ჯონსონი (10 ქ.), ვალანჩუნასი (9 ქ.), ვასკესი (7 ქ.), როსი (6 ქ.), ლოური (4 ქ.), ჯეიმს ჯონსონი (4 ქ.)
“ვაშინგტონი”:უოლი (20 ქ. 14 პ.), პორტერი (17 ქ. 9 მ.), პირსი (13 ქ.), ნენე (12 ქ. 7 მ.), ბილი (10 ქ.), სერაფინი (7 ქ.), გორტატი (5 ქ.)
https://www.youtube.com/watch?v=DcKk067Z0sI
სერიაში ანგარიში 0:2
“ჰიუსტონ როკეტსი” “დალას მავერიკსი” 111:99 (23:24, 30:27, 28:29, 30:19)
“ჰიუსტონი”: ჰოვარდი (28 ქ. 12 მ.), ჰარდენი (24 ქ. 6 პ.), სმიტი (15 ქ. 9 პ. 8 მ.), ტერი (8 ქ.), პრიჯიონი (7 ქ.), ჯონსი (5 ქ.), კაპელა (5 ქ.), არიზა (4 ქ.)
“დალასი”: ელისი (24 ქ.), ბარეა (13 ქ. 6 მ.), ჩენდლერი (11 ქ. 8 მ.), ნოვიცკი (10 ქ. 13 მ.), ფელტონი (9 ქ.), ამინუ (9 ქ.), ჯეფერსონი (7 ქ.), სტაუდემაიერი (7 ქ.), რონდო (4 ქ.)
https://www.youtube.com/watch?v=yLA-cm-VzLA
სერიაში ანგარიში 2:0