ფეხბურთი

22:31 | 21.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფარერებზე ტორონჯაძემ კვლავ გაიტანა

ფარერის კუნძულების ჩემპიონატში მე-7 ტურის მატჩები გაიმართა. “ტორსჰავნიმ” გასვლით მატჩში 2:1 დაამარცხა “სუდურუ.” მე-7 წუთზე ანგარიში მასპინძელთა ქართველმა შემტევმა მამუკა ტორონჯაძემ გახსნა, თუმცა სტუმრებმა 39-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრეს, 90-ე წუთზე კი გამარჯვების გოლი გაიტანეს. მამუკა ტორონჯაძემ სრულად ითამაშა, “სუდურუს” კიდევ ერთი ქართველი, ამპლუით მცველი ვალერი იობაშვილი განაცხადში არ იყო. ფარერის კუნძულების ათგუნდიან ჩემპიონატში “სუდურუ” 3 ქულით ბოლო ადგილზეა.

ჩრდილო ამერიკის საფეხბურთო ლიგა NASL-ში მესამე ტურის მატჩები გაიმართა. სან ანტონიოს “სკორპიონსი” საკუთარ მოედანზე “ინდი ილევენს” დაუპირისპირდა. მატჩი სტუმართა გამარჯვებით 2:1 დასრულდა, “სკორპიონსის” შემადგენლობაში ზურაბ ცისკარიძემ სადებიუტო მატჩი ჩაატარა. 28 წლის ნახევარმცველმა სრულად ითამაშა. “სკორპიონსი” 11 გუნდიან ჩემპიონატში 0 ქულით ბოლო ადგილზეა.

0.112019