ფეხბურთი

21:28 | 21.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

TOP  ხუთი ჩემპიონატი – ვინ, როგორ ასრულებს პენალტებს?...

“ფიორენტინასა” და “ვერონას” მატჩში მასპინძლებმა მიმდინარე ჩემპიონატში უკვე მეოთხე პენალტი გააცუდეს, რაც წამყვანი ჩემპიონატებიდან უცუდესი შედეგია.

საინტერესოა, როგორი მდგომარეობაა ამ მხრივ მთლიანად ევროპის TOP 5 ჩემპიონატში და ვინ, რამდენად კარგად ასრულებს ან ვერ ასრულებს თერთმეტრიანებს.

გერმანია, ბუნდესლიგა

წამყვანი ჩემპიონატებიდან ყველზე კარგად თერთმეტრიანებს გერმანიის ბუნდესლიგაში ასრულებენ. აქამდე დანიშნული 63 პენალტიდან ზუსტი 82.5% გამოდგა. 11 მეტრიდან შეცდომა ბუნდესლიგაში მხოლოდ 11-ჯერ დაუშვეს. გუნდებს შორის “ბაიერნს” და “მაინცს” ყველაზე მეტი აქვთ გატანილი, 5-დან 5. “აუსბურგის” ფეხბურთელ პოლ ვერჰაეგს, 5 შემთხვევიდან 5 პენალტი აქვს გატანილი, თუმცა “ვოლფსბურგთან”მატჩში თერთმეტრიანი მისმა თანაგუნდელმა ტობიას ვერნერმა შეასრულა და... და ვერ გაიტანა.

ინგლისი, პრემიერლიგა

მეორე ადგილს ინგლისის პრემიერლიგა იკავებს. შესრულებული 68 თერთმეტრიანიდან 54 ზუსტი გამოდგა (79.4%). “ჩელსის” 3-დან სამივე შანსი გამოყენებული აქვს. სამჯერვე გოლი ედენ აზარმა გაიტანა. იგივე მაჩვენებლებით იწონებენ თავს საიდო ბერაჰინო “ვესტ ბრომვიჩიდან” და მილე იედინაკი “კრისტალ პალასიდან”. “არსენალელ” სანტი კაზორლას კი თავის მხრივ, 6 პენალტი ზუსტად დაურტყამს.

საფრანგეთი, ლიგა 1

საპატიო მესამე პოზიციაზე ვხედავთ ფრანგულ ლიგა 1-ს. 114 დარტყმიდნ მიზანს მხოლოდ 25-მა ვერ უწია (78.1%). “პარი სენ ჟერმენია” გუნდი, რომელმაც 11 მეტრიდან არა მხოლოდ საფრანგეთში, არამედ ევროპის მოწინავე ჩემპიონატებშიც წლეულს ყველაზე მეტი გოლი გაიტანა – 11 გოლი (12 პენალტიდან). ზლატან იბრაჰიმოვიჩს და ალექსანდრ ლაკაზეტს ფეხბურთელებს შორის საუკეთესო მაჩვენებლი აქვთ - 7-7 გოლი. და ბოლოს, ერთი უცანური ფაქტი – ლიგა 1-ის ერთ-ერთ აუტსაიდერ “მეცს”, ჩემპიონატში ყველაზე ნაკლები, 28 გოლი აქვს გატანილი, აქედან 8 კი თერთმეტრიანით და აღნიშნულ კლასიფიკაციაში მხოლოდ პსჟ-ს ჩამორჩება.

ესპანეთი, ლა ლიგა

დონით საუკეთესო ლა ლიგაში პენალტებს არცთუ კარგად ასრულებენ და ამ მხრივ მხოლოდ მეოთხე ადგილს იკავებს. 94 შესრულებული თერთმეტმეტრინიდან მხოლოდ 73 აღმოჩნდა ზუსტი (77.7%). “რეალმა” 11-დან 10 პენალტის გოლად ქცევა მოახერხა. კრიშტიანუ რონალდუმ 10 მცდელობიდან 9-ჯერ ზუსტად დაარტყა, ლიონელ მესიმ კი 5-დან ოთხგზის იხეირა. 100%-იანი შედეგი კი მხოლოდ “ატლეტიკოელ” მარიო მანჯუკიჩს გააჩნია – ხორვატმა 3 დარტყმული თერთმეტმეტრიანიდან სამივე გაიტანა.

იტალია, სერია A

აპენინზე 92 თერთმეტმეტრიანიდან მიზანს 65-მა დარტყმამ მიაღწია (70.7%). “მილანს” 9 პენალტიდან ყველა გატანილი აქვს და ეს ევროპაში პროცენტულად საუკეთესო მაჩვენებელია. “სამპდორიამ” 2-დან 2 გაიტანა, “ემპოლიმ” სამიდან სამი, ხოლო “პარმას” ერთი მცდელობა მიეცა და ისიც გამოიყენა. ჟერემი მენეზს 8 გოლი აქვს 11 მეტრიდან გატანილი (8 დარტყმიდან). “ფიორენტინას” და “კიევოს” ჯერჯერობით პენალტით გოლი ვერ გააქვთ. თუ ვერონელებს ასეთი შანსი მხოლოდ ერთხელ მიეცათ, ფლორენციელებმა უკვე 4 შესაძლებლობა გაანიავეს.

იტალიური “უდინეზე” და გერმანული “ლევერკუზენი” წამყვან ხუთ ჩემპიონატში ორად-ორი გუნდია, რომელთაც აქამდე თერთმეტმეტრიანი არ დაურტყამთ.

0.112429