ფეხბურთი

17:25 | 21.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

საფეხბურთო კლუბ გორის “დილას” განცხადება

20 აპრილს, “საზოგადოებრივი მაუწყებლის” “პირველ არხზე” სპორტულ თოქ-შოუ “არენაში” საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” პრეზიდენტის ილია კოკაიას ინტერვიუ გავიდა, სადაც მან ჩვენი კლუბის მისამართით არაკორექტული კომენტარი გააკეთა. ამასთან დაკავშირებით, საფეხბურთო კლუბი გორის „დილა“ განცხადებას ავრცელებს.

“უხერხულია დღევანდელი გორის “დილას” მისამართით ასეთ აბსურდულ ბრალდებაზე კომენტარის გაკეთება. ჩვენ გვესმის, რომ ეროვნული ჩემპიონატის სეზონი მთავრდება და დაძაბულობა მატულობს. “დილა” პირველ ადგილზე სამართლიანად იმყოფება.

ჩვენ მსგავსი სიბინძურის წინააღმდეგი ვართ და არც ამ ბინძურ საინფორმაციო ომში ვაპირებთ ჩაბმას. საფეხბურთო კლუბი “დილა” მზადაა გახსნილად ითანამშრომლოს ყველა დონეზე“.

ს.კ. “დილა”

თეგებიგორის დილა
0.112868