ფეხბურთი

14:25 | 21.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ოქრიაშვილმა “გენკის” დუბლშემადგენლობაში ითამაშა

თორნიკე ოქრიაშვილი გამოჯანმრთელდა და “გენკის” დუბლშემადგენლობაში ტაიმი ითამაშა.

ოქრიაშვილი ევრო-2016 შესარჩევ ციკლში 29 მარტს საქართველოს და გერმანიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებების მატჩის პირველ ტაიმში დაშავდა. მას შემდეგ, მას “გენკის” შემადგენლობაში ბელგიის იუპილერ ლიგაში არ უთამაშია.

20 აპრილს “გენკის” დუბლშემადგენლობამ “სტანდარდის” სარეზერვო გუნდს 3:2 აჯობა და ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა ერთი ტაიმი ითამაშა.

0.149868