ფეხბურთი

13:44 | 21.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ატლეტიკო” კოკეს სანაცვლოდ 70 მილიონს ითხოვს

ინგლისური მედიის ინფორმაციით, მადრიდის “ატლეტიკო” მზადაა ესპანეთის ეროვნული ნაკრების შემტევი კოკე არანაკლებ 70 მილიონ ევროს სანაცვლოდ დათმოს. აღნიშნული ცნობა მას შემდეგ გავრცელდა, რაც ლონდონის “ჩელსიმ” ფეხბურთელის მიმართ ინტერესი გამოიჩინა.

კოკემ მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგასა და პრიმერა დივიზიონში 36 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 4 გოლი და 15 საგოლე გადაცემაც შეასრულა. ფეხბურთელი სატრანსფერო ღირებულება 2014/15 წლების სეზონში 10 მილიონი ევროთი გაიზარდა და ამჟამად ფეხბურთელის ფასი 50 მილიონ ევროს შეადგენს. კოკეს “როხიბლანკოსთან” კონტრაქტი 2019 წლის ივლისამდე აკავშირებს.

0.11764