ფეხბურთი

10:57 | 21.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვიდალს ანგინა შეეყარა

ტურინის “იუვენტუსის” ჩილელ ნახევარმცველ არტურო ვიდალს ანგინა შეეყარა და შესაძლოა, ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩი გამოტოვოს.

SportMediaset-ის ცნობით, 27 წლის ფეხბურთელი ავადმყოფობას ებრძვის, დაჩქარებული ტემპით მკურნალობს და ექიმები ხვალ, ანუ “მონაკოსთან” თამაშის დღეს დადებენ დასკვნას, შეძლებს თუ ვერა არტურო მოედანზე გასვლას. აღსანიშნავია, რომ ვიდალს ანგინა იანვარშიც ჰქონდა და ამ მიზეზით “ვერონასთან” მატჩი გამოტოვა.

ერთი კვირის წინ, “იუვენტუსმა” ტურინში “მონაკო” 1:0 დაამარცხა და ეს ერთადერთი გოლი თერთმეტმეტრიანი დარტყმით სწორედ ვიდალმა გაიტანა.

0.117411