ფეხბურთი

22:04 | 20.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

სამწუხარო პრეცედენტი?

24-ე ტური არა მხოლოდ წლევანდელი სეზონის, არამედ საერთოდ ეროვნული ჩემპიონატის ისტორიაში დარჩება. მიზეზი ცხადია: ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო ქართული გუნდი “ზესტაფონი” უსახსრობის გამო გათამაშებიდან მოიხსნა. სამწუხარო პრეცედენტია, თუმცა არა პირველი. ასეთი რამ 1990 წლის ჩემპიონატშიც გვახსოვს, როცა ცხინვალის “ლიახვი” მოიხსნა გათამაშებიდან. შემდეგ მისი ბედი ოჩამჩირის “ამირანმა,” გალის “მზიურმა” და ხობის “კოლხეთმა” გაიზიარეს. ამ სამმა გუნდმა 1992-93 წლების ჩემპიონატი ვერ ჩაამთავრა, თუმცა საომარი ვითარების გამო, უმაღლეს ლიგაში ადგილები “შეენახათ”. მომდევნო 1993-94 წლების სეზონი კი დაიწყეს, მაგრამ მალევე სოხუმის “ცხუმთან” ერთად ისევ მოიხსნენ გათამაშებიდან (ხობელებს ჩემპიონატი აღარ განუახლებიათ). შემდეგ იყო თბილისის “ამერი,” რომელიც 2008-09 წლების სეზონში პირველიდან უმაღლესში დაბრუნდა, თუმცა ჩემპიონატში მონაწილეობაზე უარი განაცხდა და იმ სეზონში თორმეტის მაგიერ 11-მა გუნდმა ითამაშა. თუმცა “ამერის” შემთხვევა მაინც განსხვავებულია, რადგან აქ სეზონის განმავლობაში მოხსნილ გუნდებზე გვაქვს საუბარი.

ბოლო ორი წლის განმავლობაში ხშირად ისმის ზესტაფონელთა გაჭირვების ამბები. პრეზიდენტმა ილია კოკაიამ კლუბის დაფინანსებაზე მიზეზთა გამო უარი თქვა და საქმე კატასროფისკენ წავიდა. რამდენიმე ტურის წინ მარგველებს მგზავრობის ფული ადგილობრივმა ბიზნესმენებმა გადაუხადეს. კვირას კი მოსახდენი მოხდა: “ზესტაფონი” შინ “დილასთან” უსახსრობის გამო სათამაშოდ არ გამოცხადდა და მატჩი ჩაიშალა. ორშაბათს კი სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტმა, დებულების მიხედვით, მარგველებს 0:3 წაგება ჩაუთვალა, ჯარიმად 5 ათასი ლარის გადახდა დაუწესა და შეჯიბრებიდან მოხსნა. ასევე “ზესტაფონს” ყველა დარჩენილ მატჩებშიც წაგება ჩაეთვლება და ჩემპიონატს ბოლო ადგილზე დაამთავრებს.

მაგრამ... აქ მაინც არის ერთი “მაგრამ,” სამშაბათს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება, რომელიც გადაწყვეტს მოხერხდება თუ არა კლუბის დაფინანსება. საინტერესოა, რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ საჭირო თანხა გამოინახა...

და კიდევ, საფეხბურთო წრეებში ამ დღეებში გახშირდა საუბარი, თითქოს “ზესტაფონის” შემთხვევა უმაღლეს ლიგაში გუნდების 16-მდე გაზრდის ბრალია. რა დროს გუნდების გაზრდა იყო, როცა ყველა გუნდი გაჭირვებულიაო. რამდენად ეფექტური გამოდგება ეს მოდელი, სეზონის ბოლოს ვნახოთ. ფაქტია, რომ ზედა ხუთეულში ასეთი დაძაბულობა კარგა ხანია აღარ ყოფილა. და კიდევ, მინდა ასეთი კითხვა დავსვა: 12 ან 10 გუნდიანი ჩემპიონატი რომ გვქონოდა, “ზესტაფონს” პრობლემები აღარ ექნებოდა?

ამ ამბავმა, ცხადია, ტურის დანარჩენი მოვლენები დაჩრდილა. “დილას” “ზესტაფონთან” 3:0 მოგება ჩაეთვალა და ისევ გალიდერდა. თბილისის “დინამომ” აუტსაიდერ “ვიტჯორჯიას” სამი უპასუხო ბურთი გაუტანა, საიდანაც ორი გიორგი პაპუნაშვილის ანგარიშზეა. პაპუნაშვილს 10 გოლი მოუგროვდა და ბომბარდირთა დავაში ირაკლი მოდებაძეს დაეწია.

“ცხინვალმა” ივანწმინდაში “ჩიხურა”დაამარცხა. ზედიზედ მეორე ტურია, დუბლი მიითვალა ცხინვალელთა ლიდერმა ნიკა კაჭარავამ. “სამტრედიამ” ჩემპიონატიდან მოხსნის კიდევ ერთ კანდიდატს,“მეტალურგს” მოუგო, ხოლო “ტორპედომ” “გურიას”. ეს ქუთაისელთა მეხუთე გამარჯვებაა ბოლო ექვს მატჩში. ლანჩხუთელთა მარცხს კი მწვრთნელის თემურ ლორიას გათავისუფლება მოჰყვა, თუმცა ოფიციალურად მას კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე აკავშირებს.

შაბათს “ზუგდიდმა” ლიდერ ბათუმის “დინამოს” 2:1 სძლია და უმნიშვნელოვანესი ქულები დააკარგვინა. გამარჯვების გოლი ზუგდიდელებმა თამაშის დამთავრებამდე ორი წუთითა დრე გაიტანეს.

ზღვისპირულ დერბიში “შუქურა”და “კოლხეთი” ერთმანეთს მშვიდობით დაშორდნენ, “სიონმა”კი გორში “მერანი” დაამარცხა.

24-ეტური.

18 აპრილი:

ზუგდიდიდინამო (ბათუმი) 2:1 (1:0)

1:0 შოთა ლომია (43, პენ), 1:1 გიორგი ქავთარაძე (57), 2:1 ლაშა კუკავა (89)

შუქურა (ქობულეთი) – კოლხეთი (ფოთი) 1:1 (0:1)

0:1 თამაზ ჯიშკარიანი (32), 1:1 გიორგი გურული (63)

სიონი (ბოლნისი) – მერანი (მარტვილი) 1:0 (1:0)

1:0 ლუის ალბერტო (33)

19 აპრილი:

ჩიხურა (საჩხერე) – ცხინვალი 1:3 (1:1)

1:0 ევგენი ტროიანოვსკი (6), 1:1 დავით მაისაშვილი (26), 1:2, 1:3 ნიკა კაჭარავა (50, 77)

სამტრედიამეტალურგი (რუსთავი) 2:1 (2:1)

1:0 რევაზ გეწაძე (4), 2:0 გრიგოლ დოლიძე (10), 2:1 როსტომ მიქაუტაძე (32)

ზესტაფონიდილა (გორი)

ზესტაფონი არ გამოცხადდა

დინამო (თბილისი) – ვიტჯორჯია (თბილისი) 3:0 (2:0)

1:0 გიორგი პაპუნაშვილი (14), 2:0 მათე ცინცაძე (43), 3:0 გიორგი პაპუნაშვილი (70)

გურია (ლანჩხუთი) - ტორპედო (ქუთაისი) 1:3 (0:1)

0:1 დავით კირკიტაძე (1), 1:1 ვილი ისიანი (74), 1:2 შოთა ბაბუნაშვილი (86), 1:3 ვახტანგ კვარაცხელია (88)

1. დილა 24 14 6 4 37:18 48
2. დინამო თბილისი 24 14 5 5 40:20 47
3. დინამო ბათუმი 24 14 3 7 31:21 45
4. სამტრედია 24 12 4 8 32:21 40
5. ცხინვალი 24 12 3 9 28:30 39
6. ჩიხურა 24 10 6 8 32:28 36
7. შუქურა 24 9 7 8 29:27 34
8. ტორპედო 24 8 10 6 31:25 34
9. გურია 24 8 8 8 24:33 32
10. კოლხეთი 24 7 8 9 23:27 29
11. ზუგდიდი 24 7 7 10 18:28 28
12. ზესტაფონი 24 6 8 10 40:43 26
13. მერანი 24 6 8 10 17:24 26
14. მეტალურგი 24 6 6 12 22:30 24
15. სიონი 24 6 5 13 22:36 23
16. ვიტ ჯორჯია 24 4 4 16 21:36 16

მეგოლეები:

10 – ჯაბა დვალი (ზესტაფონი/დაჩია), ირაკლი მოდებაძე (დილა), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)

9 - ოთარ კვერნაძე (ტორპედო), შოთა ლომია (ზუგდიდი)

8 - დათა სიჭინავა (კოლხეთი/სიონი)

7 – ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი/ტორპედო), ნიკა კვეკვესკირი (დილა), თორნიკე მუმლაძე (ჩიხურა), თორნიკე კაპანაძე (სამტრედია)

შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების სხვაობა

- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებულიწითელყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;

სოლომონ გულისაშვილი

0.127524