ფეხბურთი

21:45 | 20.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

შოთა არველაძე "ატლეტიკოს" ბაზას ეწვია
თურანმა ქართველის სტუმრობა აღნიშნა

ქართველი მწვრთნელი და წარსულში ცნობილი თავდამსხმელი შოთა არველაძე დღეს მადრიდის "ატლეტიკოს" ბაზას ეწვია და კლუბის ვარჯიში იხილა.

როგორც იცით, შოთა მადრიდში იმყოფება და "რეალში" ერთკვირიან სტაჟირებას გადის. საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა არც მეორე მადრიდული გრანდი დაივიწყა და დღეს მათ ვარჯიშს დაესწრო.

"როხიბლანკოს" ერთ-ერთმა ლიდერმა არდა თურანმა ვარჯიშის დასრულებისთანავე თავის Facebook-ის გვერდზე შოთასთან გადაღებული ორი ფოტო გამოაქვეყნა, წარწერით: "შოთა არველაძე დღეს "ატლეტიკოს" ბაზაზე იყო".

არველაძე 1993-1997 წლებში "ტრაბზონის" ღირსებას იცავდა და თურქებს მისი წარმატებული თამაში კარგად ახსოვთ (96 მატჩში 61). როგორც ჩანს, ქართველი გოლეადორის თამაში არდასაც არ დავიწყებია და მისი სტუმრობა ძალიან გაუხარდა.

შეგახსენებთ, რომ არველაძე საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ თურქეთში მწვრთნელის რანგში მუშაობდა. ის 2010-2012 წლებში "კაისერს", ხოლო 2012-2015 წლებში "ქაშიმფაშას" მოძღვრავდა.

0.133202