ჰოლანდიის მიმდინარე სეზონის ჩემპიონი პსვ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში გაძლიერებას გეგმავს და სასურველი ფეხბურთელების შერჩევა აქედანვე დაიწყეს.
De Telegraaf-ის ცნობით, ჰოლანდიურ გრანდს "ტვენტეს" მარჯვენა ნახევარმცველის ხესუს კორონასა და "პორტოს" ცენტრალური მცველის დიეგო რეიესის შეძენა სურს.
კორონა 22 წლის მექსიკელი ფეხბურთელია, რომელმაც მიმდინარე სეზონში "ტვენტეს" მაისური 30-ჯერ მოირგო, 11 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა. მას ენსხედურ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2018 წლამდე აკავშირებს და 16 თებერვლის მონაცემებით 4 მილიონი ევრო ღირს. თუ გავითვალისწინებთ "ტვენტეში" არსებულ ფინანსურ კრიზისს, ტრანსფერის ალბათობის შანსი დიდია.
დიეგო რეიესიც 22 წლისაა. მექსიკელი მცველი ჯერჯერობით "პორტოს" ძირითადის ფეხბურთელად არ ითვლება, თუმცა მომავალში მისი ეიმედებათ. მან მიმდინარე სეზონში "დრაკონების" პირველ გუნდში 7 მატჩი ჩაატარა. მას პორტუგალიურ გრანდთან მოქმედი ხელშეკრულება 2018 წლამდე აქვს გაფორმებული და 17 თებერვლის მონაცემებით 5 მილიონ ევროდაა შეფასებული.