მადრიდის "ატლეტიკოს" ცენტრალური მცველი ჟოაო მირანდა ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში შესაძლოა ტურინის "იუვენტუსში" აღმოჩნდეს - იუწყება ცნობილი იტალიური გამოცემა Gazzetta dello Sport-ი.
ბრაზილიელი მცველი უკვე 30 წლისაა და მოქმედი კონტრაქტი 2016 წელს ეწურება. ამიტომაც, გამორიცხული არაა, რომ კარგი წინადადების შემთხვევაში დიეგო სიმეონე ჟოაოს შეელიოს. თანაც, "როხიბლანკოს" ნიჭიერი უკანახაზელი ხოსე ხიმენესი ეზრდება და ასევე მის საკუთრებაშია ტობი ალდერვეირელდი, რომელიც ამჟამად "საუთჰემპტონშია" განათხოვრებული.
მირანდამ მიმდინარე სეზონში "ატლეტიკოს" მაისური 31-ჯერ მოირგო და 3 გოლი გაიტანა.
23 იანვრის მონაცემებით, ბრაზილიელის სატრანსფერო თანხა 22 მილიონი ევროა.