ფეხბურთი

19:31 | 20.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგის 33-ე ტურის სიმბოლური

პრემიერლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა ინგლისის ჩემპიონატის არასრული (სამი შეხვედრა ინგლისის თასის შეხვედრების გამო მოგვიანებით გაიმართება) 33-ე ტურის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა.

კვირის საუკეთესო გუნდში ყველაზე მეტი, ოთხი მოთამაშე ლონდონის "ტოტენჰემიდან" მოხვდა, რომელმაც გასვლაზე "ნიუკასლი" დაამარცხა (3:1).

33-ე ტურის სიმბოლური ასეთია:

მეკარე:
კასპერ შმეიხელი ("ლესტერი");
მცველები: ჯეფრი შლუპი ("ლესტერი"), ჯონ სტოუნზი, ლეიტონ ბეინსი (ორივე "ევერტონი"), ერიკ დაიერი ("ტოტენჰემი");
ნახევარმცველები: ენდი კინგი ("ლესტერი"), ედენ აზარი ("ჩელსი"), კრისტიან ერიკსენი, ნასერ ჩადლი (ორივე "ტოტენჰემი");
თავდამსხმელები: სერხიო აგუერო ("მანჩესტერ სიტი"), ჰარი კეინი ("ტოტენჰემი").

0.112772