ფეხბურთი

14:54 | 20.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ზარი ჰოლანდიაში: “მანჩესტერი” დეპაის ტრანსფერზე ამუშავდა

პსვ-ს ტექნიკურმა დირექტორმა მარსელ ბრანდსმა განაცხადა, რომ ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების და მათი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის მემფის დეპაის გადასაბირებლად ზაფხულში დიდი ბრძოლა გაიმართება.

“ტოტენჰემმა” გასულ ზაფხულს დეპაის სანაცვლოდ 20 მილიონი გირვანქა შემოგვთავაზა. პსჟ-მ იანვარში სცადა ფეხბურთელის გადაბირება, თუმცა ზამთარში მემფისის გაშვებით არ დავინტერესებულვართ. სამი ევროპული გრანდი იბრძვის ჰოლანდიელის ხელში ჩასაგდებად. პარიზელები კვლავ ინტერესდებიან, “მანჩესტერ იუნაიტედისგან” კი სატელეფონო ზარი მივიღეთ, თუმცა რეალური მოლაპარაკება ტრანსფერის თაობაზე ჯერჯერობით არ დაწყებულა.” – განაცხადა ბრანდსმა.

ინგლისური მედია იუწყება, რომ “წითელი ეშმაკები” მზად არიან ფეხბურთელის სანაცვლოდ 25 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადონ. აგრეთვე ცნობილია, რომ დეპაის ასპარეზობით ლუის ვან გაალი მოხიბლულია და საკუთარ გუნდში მისი ხილვა სურს.

მიმდინარე სეზონში მემფისი პროდუქტიულად გამოიყურება. ყველა საკლუბო ტურნირზე ჩატარებულ 37 მატჩში 26 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა. ჰოლანდიელი ერედივიზიონის ბომბარდირთა დავას 20 გატანილი გოლით ლიდერობს და გასულ უიქენდზე პსვ-სთან ერთად ჰოლანდიის ჩემპიონობაც იზეიმა.

0.111816