ლონდონის “ტოტენჰემის” საკუთრებაში მყოფი და ამჟამად “დონსის” ნახევარმცველი დელი ალი ინგლისის საფეხბურთო ლიგების (პრემიერლიგის გარდა) საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს.
19 წლის ინგლისელმა აღნიშნულ ნომინაციაზე “მიდლსბროს” და “ნორვიჩის” ფეხბურთელებს პატრიკ ბემფორდს და ნათან რედმონდს აჯობა. მიმდინარე სეზონში ინგლისის პირველი ლიგაში ალიმ 34 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 15 გოლი და 5 საგოლე გადაცემაც შეასრულა.
ალი “დონსის” აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელია. 2015 წლის 2 თებერვალს “მამლებმა” ის 5 მილიონი გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ შეიძინეს და ერთ დღეშივე კვლავ “დონსში” სეზონის ბოლომდე გაანათხოვრეს.