ფეხბურთი

12:21 | 20.04.2015 | ნანახია 1339 - ჯერ

პატრიკ ბემფორდი ჩემპიონშიფის საუკეთესო ფეხბურთელია

ლონდონის “ჩელსის” საკუთრებაში მყოფი და ამჟამად “მიდლსბროში” მოთამაშე ცენტრალური ფორვარდი პატრიკ ჯეიმს ბემფორდი ინგლისის ჩემპიონშიფის 2014/15 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

21 წლის ფეხბურთელი “არისტოკრატებმა” თავის გამოჩენის მიზნით მიდლსბროულ გუნდში ერთი სეზონით გაანათხოვრეს და ბემფორდმაც შანსი გამოიყენა. ჩემპიონშიფში ჩატარებულ 36 მატჩში პატრიკმა 17 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემაც შეასრულა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:40 | 20.04.2015
stoikovich (5984)

კაი ბიჭი ყოლია ჩელსის.

13:10 | 20.04.2015
N O D (885)

მშვენიერი შედეგია, შეიძლება შანსის მიცემა

0.064639