მას შემდეგ, რაც გუშინ “ვალენსიამ” “ბარსელონასთან” წააგო, “სევილიას” დიდებული შესაძლებლობა მიეცა, კონკურენტს ქულებით გათანაბრებოდა. უნაი ემერის გუნდი “ლოს კარმენესზე” ანდალუსიურ დერბიში მე-19 ადგილოსან “გრანადას” დაუპირისპირდა და მხოლოდ ქულის მოპოვება მოახერხა.
შეხვედრის დებიუტი “გრანადასი” აღმოჩნდა და მე-16 წუთზე დიეგო მაინცმა თავური დარტყმით ანგარიში გახსნა. მალე რობერტო იბანესს მეორე გოლის გატანა შეეძლო, თუმცა ოდნავ ააცილა. ამის შემდეგ “სევილიაც” გამოფხიზლდა და მალე კარლოს ბაკას მცირედით უმტყუნა მიზანმა, თორემ ანგარიში გათანაბრდებოდა.
მეორე ნახევარი სტუმრების იყო და რამდენიმე გაცუდებული მომენტის შემდეგ ანგარიშიც გათანაბრდა, დიეგო მაინცმა ბურთს ცუდად შეუცვალა მიმართულება და ამჯერად თავის კარში გაიტანა. “დაქალაქები” მეორე გოლის გატანასაც შეეცადნენ, მაგრამ მეტის გაკეთება ვეღარ მოახერხეს და ქულას დაჯერდნენ. “სევილია” მე-5 ადგილზე დარჩა და “ვალენსიას” 2 ქულით ჩამორჩება.
სეზონის დასკვნით ნაწილს საშინელ ფორმაში ხვდება “ვილიარეალი”, რომელმაც შინ ბოლო ადგილოსანი “კორდობა” ვერ დაამარცხა. მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა ეს მოსაგებად საკმარისი არ აღმოჩნდა. “ვილიარეალი” მე-6 ადგილზეა და “მალაგას” ამდენივე ქულით უსწრებს.
“რაიო ვალეკანომ” შინ ლა ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლი “ალმერია” მიიღო და ამაიასა და მიკუს გოლებით მოუგო, ხოლო “სელტამ” ნოლიტოს ზუსტი 11-მეტრიანი დარტყმით “ეიბარი” დაამარცხა გასვლაზე, რომელსაც მეორე წრეში მხოლოდ 4 ქულა აქვს აღებული და გასავარდნ ზონას 3 ქულით უსწრებს.
რაიო ვალეკანო – ალმერია 2:0 (1:0)
მადრიდი, “ესტადიო ვალეკასი”
რაიო ვალეკანო (4-2-3-1): ტონიო, ამაია, ზე კასტრო, ტიტო, ნ.მარტინესი, ფატაუ (ხოზაბედი 51), ტრაშორასი, ემბარბა (პოზუელო 54), ბუენო (მიკუ 66), კაკუტა, მანუჩო.
მწვრთნელი: პაკო ხემესი
ალმერია (4-2-3-1): რუბენი, ტრახილიო, მ.დოს სანტოსი, დუბარბიერი (ჰემედი 74), ხ.ნავარო, აზეზი (მენდეში 67), ტეიე, ვ.სილვა (ზონგო 49), კორონა, ესპინოსა, ბიფოუმა.
მწვრთნელი: სერხი ბერხუანი
გოლები: 1:0 ამაია (23), 2:0 მიკუ (90).
გაფრთხილებები: ტიტო – დუბარბიერი, ესპინოსა
მსაჯი: ხესუს ხილ მანსანო
ბურთის ფლობა: 57%-43%, დარტყმა: 13(9)-8(3), ჯარიმა: 18-12, კუთხური: 5-7, თამაშგარე: 5-2, სეივი: 3-7
გრანადა – სევილია 1:1 (1:0)
გრანადა, “ლოს კარმენესი”
გრანადა (4-2-3-1): რ.ფერნანდესი, მაინცი, კალა, ნიომი, ე.ინსუა, რ.პერესი (პიტი 84), იტურა, კანდეიასი (ხ.კარლოსი 77), იტურა, იბანესი (ბანგურა 74), ისააკი.
მწვრთნელი: აბელ რესინო
სევილია (4-2-3-1): ს.რიკო, კოლოძიეჩაკი, პარეხა, ფიგეირაში, ფ.ნავარო (ბანეგა 59), მ’ბია, კრიშოვიაკი, დ.სუარესი, რეიესი, ვიტოლო (ვიდალი 58), ბაკა (გამეირო 81).
მწვრთნელი: უნაი ემერი
გოლები: 1:0;1:1 მაინცი (16;70 ს.კ.).
გაფრთხილებები: ფ.რიკო – რეიესი, მ’ბია
მსაჯი: ესტრადა ფერნანდესი
ბურთის ფლობა: 38%-62%, დარტყმა: 6(2)-16(3), ჯარიმა: 15-14, კუთხური: 5-9, თამაშგარე: 2-4, სეივი: 2-1
ვილიარეალი – კორდობა 0:0
ვილიარეალი, “ელ მადრიგალი”
ვილიარეალი (4-4-2): ასენხიო, რუისი, ბაილი, გასპარი, ხ.კოსტა, პინა, ტრიგეირასი (ჯონათანი 66), ჩერიშევი (მ.გომესი 76), კემპბელი, ხ.მორენო, უჩე (ვიეტო 60).
მწვრთნელი: მარსელინიო ტორალი
კორდობა (4-2-3-1): ხ.კარლოსი, დეივიდი, კრესპო, ედიმარი, გუნინო, კრინი, აბელი, ფიდელი (ჰელდონი 76), კარტაბია (ლუსო 59), ბებე, ანდ ონე (გილასი 81).
მწვრთნელი: სერხიო რომერა
გაფრთხილებები: მ.გომესი, ბაილი – კრესპო, აბელი, ჰელდონი, გუნინო
მსაჯი: იგლესიას ვილანუევა
ბურთის ფლობა: 57%-43%, დარტყმა: 28(7)-9(4), ჯარიმა: 14-16, კუთხური: 12-3, თამაშგარე: 3-0, სეივი: 4-7
ეიბარი – სელტა 0:1 (0:1)
ეიბარი, “იპარუა”
ეიბარი (4-2-3-1): ირურეტა, ნავასი, კასტელიანო, ბოვედა, ვილა, ბორხა, დ.გარსია (ლეკიჩი 69), ლარა (პიოვაკარი 46) კაპა (დელ მორალი 46), არუაბარენა, ბერხონი.
მწვრთნელი: გაისკა გარიტანო
სელტა (4-2-3-1): ს.ალვარესი, ფონტასი, კაბრალი, მალიო, ხონი, ა.ფერნანდესი, კრონ-დელი (რადოია 87), ნოლიტო (ჩარლესი 92), ორელიანა, მინა (პ.ერნანდესი 71), ლარივეი.
მწვრთნელი: ედუარდო ბერიცო
გოლი: ნოლიტო 40 პენ.
გაფრთხილებები: კასტელიანო, არუაბარენა – ლარივეი, ორელიანა
მსაჯი: ველასკო კარბალიო
ბურთის ფლობა: 35%-65%, დარტყმა: 11(3)-17(5), ჯარიმა: 10-20, კუთხური: 1-9, თამაშგარე: 2-2, სეივი: 4-3