ჭადრაკი

0:51 | 20.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

სწრაფ ჭადრაკში მაღალაშვილმა იმარჯვა

ვაჟთა შორის სწრაფ ჭადრაკში ქართული გრან-პრის II ეტაპის გამარჯვებული დავით მაღალაშვილი (2503) გახდა, რომელმაც 9 ტურში 7.0 ქულა მოაგროვა და კონკურენტებს დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა.

გამარჯვებულის დარი მონაგარი კიდევ სამ მონაწილეს ჰქონდა, რომლებიც ასე გადანაწილდნენ: 2. გიგა ყუფარაძე (2535), 3. ალექსანდრ ფიერი (ბრაზილია, 2581), 4. ლუკა პაიჭაძე (2574).

ცნობისთვის, ბრაზილიელი ფიერი ტურნირის მონაწილე ერთადერთი უცხოელი მოჭადრაკე გახლდათ.

0.12134