ფეხბურთი

22:15 | 19.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვაწაძემ “ორჰუსი” მარცხისგან იხსნა

დანიის სუპერლიგის 25-ე ტურში “ოდენსესა” და “სონდერისკეს” მატჩმა გოლების გარეშე ჩაიარა. “ოდენსეს” განაცხადში მოხვდა ლადო დვალიშვილი, თუმცა არ უთამაშია. ქართველი ფორვარდის გუნდი დანიის 12 გუნდიან ჩემპიონატში 29 ქულით მე-9 ადგილზეა.

დანიის პირველ დივიზიონში “ორჰუსი” საკუთარ მოედანზე “ვიბორგს” დაუზავდა. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა მათე ვაწაძემ მიმდინარე სეზონში მე-15 გოლი გაიტანა. ანგარიში 23-ე წუთზე სტუმრებმა გახსნეს. მატჩის მიწურულს, მსაჯის მიერ დამატებულ პირველ წუთზე მათე ვაწაძემ ანგარიში გაათანაბრა და გუნდი მარცხისგან იხსნა. მათემ მატჩი სრულად ჩაატარა, დევდარიანსა და სხირტლაძეს არ უთამაშიათ. დანიის პირველ დივიზიონს 51 ქულით “ვიბორგი” ლიდერობს, “ორჰუსი” კი 45 ქულით მეორეა.

იტალიის სერია ა-ს 31-ე ტურში “ემპოლისა” და “პარმას” მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. საქართველოს ნაკრების ფორვარდი ლევან მჭედლიძე განაცხადში მოხვდა, თუმცა არ უთამაშია. სატურნირო ცხრილში “ემპოლი” 34 ქულით მე-15 ადგილზეა და გასავარდნ ზონას 11 ქულით უსწრებს.

კვიპროსში პირველი დივიზონის მეორე ექვსეულის მატჩები გაიმართა. “ნეა სალამინამ” საკუთარ მოედანზე ფრედ 1:1 ითამაშა “აელის” წინააღმდეგ. მასპინძელთა შემადგენლობაში გიორგი პაპავამ სრულად ითამაშა, შოთა გრიგალაშვილი კი ტრავმის გამო კვლავ ვერ ეხმარება კლუბს. “ნეა სალამინა” 27 ქულით მეორე ადგილზეა.

“ოთელოსისა” და “აია ნაპას” მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. “ოთელოსის” შემადგენლობაში სრულად ითამაშა როინ კვასხვაძემ. სასტარტო შემადგენლობაში ასევე მოხვდა ელგუჯა გრიგალაშვილი, რომელიც 88-ე წუთზე შეცვალეს. მატჩში მონაწილეობა არ მიუღია ლევან ხმალაძეს. კვიპროსის პირველი დივიზიონის მეორე ექვსეულში “ოთელოსი” 20 ქულით ბოლო ადგილზეა. “ოთელოსს” 3 ქულით უსწრებს “დოქსა.”

უკრაინის პრემიერლიგის მე-20 ტურში “დნიპრომ” გასვლით მატჩში 5:0 დაამარცხა დონეცკის “ოლიმპიკი.” “დნიპროს” განაცხადში მოხვდა ჯაბა კანკავა, თუმცა არ უთამაშია. დონეცკელთა შემადგენლობაში სრულად ითამაშა მეკარე ზაურ მახარაძემ. უკრაინის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში “დნიპრო” 44 ქულით მე-3 ადგილზეა, “ოლიმპიკი” კი 22 ქულით მე-9 პოზიციას იკავებს.

პოლტავას “ვორსკლამ” შინ 5:0 დაამარცხა ზაპოროჟიეს “მეტალურგი.” სტუმართა შემადგენლობაში სრულად ითამაშა ვალერიან გვილიამ, რომელმაც 26-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. უკრაინის 14 გუნდიან ჩემპიონატში ზაპოროჟიული კლუბი 19 ქულით მე-10 ადგილზეა.

ოდესის “ჩერნომორეცისა” და “ჰოვერლას” მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. ტრავმის გამო ოდესელთა განაცხადში ვერ ვიხილეთ გიორგი გადრანი. უკრაინის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში “ჩერნომორეცი” 18 ქულით მე-11 ადგილზეა.

ლუცკის “ვოლინი” საკუთარ მოედანზე 1:3 დამარცხდა კიევის “დინამოსთან.” ლუცკელთა შემადგენლობაში სრულად ითამაშა სანდრო კობახიძემ. უკრაინის 14 გუნდიან პრემიერლიგაში “ვოლინი” 25 ქულით მე-7 ადგილზეა.

ნორვეგიის ჩემპიონატის მესამე ტურში “სტაბეკმა” საკუთარ მოედანზე 1:0 დაამარცხა “ვიკინგი.” გასულ ტურში მიღებული წითელი ბარათის გამო გიორგი გოროზიას მატჩში მონაწილეობა არ მიუღია. ნორვეგიის 16 გუნდიან ჩემპიონატში “სტაბეკი” 4 ქულით მე-9 ადგილზეა.

გერმანიის მესამე ლიგის 33-ე ტურში “ჰალეშერი” საკუთარ მოედანზე “ჰოსლტენ კიელს” დაუზავდა (2:2). მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა აკაკი გოგია, რომელიც 81-ე წუთზე შეცვალეს. გერმანიის მესამე ლიგის სატურნირო ცხრილში “ჰალეშერი” 50 ქულით მე-6 ადგილზეა.

ფინეთის ვეიკაუსლიგის მე-2 ტურში “კუპსმა” გასვლით მატჩში 1:0 დაამარცხა “კტპ.” მასპინძელთა განაცხადში არ იმყოფებოდა გიორგი ოსიტაშვილი, გამარჯვებულთა ქართველმა ფორვირდმა ირაკლი სირბილაძემ კი სტუმართა შემადგენლობაში სრულად ითამაშა. ფინეთის 12 გუნდიან ჩემპიონატში “კუპსი” 3 ქულით მე-4 ადგილზეა, “კტპ” კი 1 ქულით მეცხრეა.

საბერძნეთის სუპერლიგის 31-ე ტურში “პაოკმა” გასვლით მატჩში 1:0 დაამარცხა “კერკირა.” დამარცხებულთა განაცხადში არ იმყოფებოდა აკაკი ხუბუტია. საბერძნეთის 18 გუნდიან ჩემპიონატში “კერკირა” 40 ქულით მე-10 ადგილზეა.

პორტუგალიის პრიმეირალიგის 29-ე ტურში “ჟილ ვისენტესა” და “რიუ ავეს” მატჩმა გოლების გარეშე ჩაიარა. “ჟილ ვისენტეს” შემადგენლობაში სრულად ითამაშა ავთანდილ ებრალიძემ. პორტუგალიის 18 გუნდიან ჩემპიონატში “ჟილ ვისენტე” 20 ქულით მე-17 ადგილზეა.

ლიტვის ა ლიგის მე-9 ტურში “გრანიტასისა” და “შიაულიაის” მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. “შიაულიას” განაცხადში მოხვდა თამაზ ჩარგეიშვილი, რომელიც მინდორზე 79-ე წუთზე გამოჩნდა. ლიტვის ათგუნდიან ჩემპიონატში “შიაულია” 2 ქულით ბოლო ადგილზეა.

ლატვიის ვირშილიგის მე-4 ტურში თამაზ პერტიას რიგის “სკონტომ” შინ 5:0 დაამარცხა “გულბენე.” მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა ლევან მახარაძე, თუმცა გოლი არ გაუტანია. ლატვიის ვირშილიგის 8 გუნდიან ჩემპიონატში “სკონტო” 7 ქულით მე-3 ადგილზეა.

პოლონეთის ექსტრაკლასის 28-ე ტურში “ლეგიამ” შინ 2:0 დაამარცხა “ზავიშა.”სტუმართა განაცხადში ვერ ვიხილეთ გიორგი ალავერდაშვილი. პოლონეთის 16 გუნდიან ჩემპიონატში “ზავიშა” 29 ქულით ბოლო ადგილზეა.

“იაგელონიამ” საკუთარ მოედანზე 2:1 დაამარცხა “პიასტ გლივიცე.” გამარჯვებულთა შემადგენლობაში გიორგი ფოფხაძემ სრულად ითამაშა, 54-ე წუთზე კი ყვითელი ბარათი მიიღო. მასპინძელთა განაცხადში არ იმყოფებოდა ნიკა ძალამიძე.

0.11254