ინგლისის ჩემპიონატის 33-ე ტურის შემდეგ მე-3 ადგილისთვის ბრძოლა კვლავ დაიძაბა. “მანჩესტერ იუნაიტედის” წაგებით მისმა თანაქალაქელმა “სიტიმ” ისარგებლა, შინ “ვესტ ჰემი” დაამარცხა და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა.
გასაკვირი არაა, რომ შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით მიმდინარეობდა. პირველი მომენტი მე-11 წუთზე სერხიო აგუეროს შეექმნა, რომლის დარტყმული ადრიანმა მოიგერია. მე-16 წუთზე სტუმართა კარს საჯარიმო დარტყმიდან ალექსანდრ კოლაროვი დაემუქრა, თუმცა ოდნავ ააცილა. ანგარიში კი კურიოზული ავტოგოლით გაიხსნა – მე-18 წუთზე კოლინსს ბურთი აეჭრა და ადრიანს “ზუსტად” გადაუგდო თავზე. მასპინძლებმა მეტოქეზე ზეწოლა გატანილი გოლის შემდგომაც განაგრძეს და მალე სხვაობაც გაზარდეს - 35-ე წუთზე სერხიო აგუეროსა და ხესუს ნავასის კომბინაცია არგენტინელის გოლით დასრულდა. დარჩენილ დროში ყველაზე გამოსარჩევი დავიდ სილვას ტრავმაა. ესპანელ ფეხბურთელს შეიხუ კუაიტემ სახეში ძლიერად ჩაარტყა და მოედნიდან საკაცით გასაყვანი გახდა.
დღის მეორე მატჩი “სენტ ჯეიმს პარკზე” შედგა, სადაც ადგილობრივი “ნიუკასლი” ლონდონის “ტოტენჰემთან” დამარცხდა. სტუმრებმა პირველი ნახევარი ნასერ ჩადლის გოლით მოიგეს. მეორე ნახევრის დაწყებისთანავე ჯეკ კოლბეკმა წონასწორობა აღადგინა, ხოლო 53-ე და 91-ე წუთებზე კრისტიან ერიკსენმა და ჰარი კეინმა იხეირეს – 1:3. “დეზებმა” 57 ქულა დააგროვეს და მე-6 ადგილზე აინაცვლეს.
მანჩესტერ სიტი – ვესტ ჰემი 2:0 (2:0)
მანჩესტერი, “ეტიჰად სთედიუმი”
მანჩესტერ სიტი (4-2-3-1): ჰარტი, მანგალა, დემიჩელისი, კოლაროვი, ზაბალეტა, ფერნანდო, ლამპარდი (ფერნანდინიო 88), ტურე, ნავასი, სილვა (ნასრი 75), აგუერო (ჯეკო 91).
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი
ვესტ ჰემი (4-3-3): ადრიანი, რიდი, კოლინსი, კრესველი, ჯენკინსონი, სონგი (იარვისი 66), ნობლი, კუაიტე, დაუნინგი, ე.ვალენსია, კ.კოული (ნოლანი 66).
მწვრთნელი: სემ ელარდაისი
გოლები: 1:0 კოლინსი (18 ს.კ.), 2:0 აგუერო (36).
გაფრთხილებები: ნავასი, სილვა – კუაიტე, დაუნინგი
მსაჯი: ენტონი ტეილორი
ბურთის ფლობა: 68%-32%, დარტყმა: 18(3)-9(3), ჯარიმა: 10-6, კუთხური: 6-3, თამაშგარე: 5-4, სეივი: 3-1
ნიუკასლი – ტოტენჰემი 1:3 (0:1)
ნიუკასლი, “სენტ ჯეიმს პარკი”
ნიუკასლი (4-3-3): კრული, უილიამსონი, კოლოჩინი, ანიტა (არმსტრონგი 75), ჯანმაატი, რ.ტეილორი, კოლბეკი, აბეი (ობერტანი 48), კაბელია, გუფრანი (ამეობი 48), პერესი.
მწვრთნელი: ჯონ კარვერი
ტოტენჰემი (4-2-3-1): ვორმი, ვერტონგენი, ფასიო, დაიერი, როუზი (დევისი 82), პაულინიო (მეისონი 88), ბენტალები, ლამელა, ერიკენი, ჩადლი (დემბელე 78), კეინი.
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო
გოლები: 0:1 ჩადლი (30), 1:1 კოლბეკი (46), 1:2 ერიკსენი (53), 1:3 კეინი (91).
გაფრთხილებები: კოლბეკი, კაბელია – პაულინიო, ლამელა, ვერტონგენი, ბენტალები
მსაჯი: კევინ ფრენდი
ბურთის ფლობა: 38%-62%, დარტყმა: 11(5)-14(8), ჯარიმა: 11-13, კუთხური: 4-3, თამაშგარე: 1-5, სეივი: 5-4