პლეი-ოფის პირველ შეხვედრაში ზაზა ფაჩულიას “მილუოკი ბაქსი” გასვლით მატჩში “ჩიკაგო ბულზთან” 91:103 დაამარცხდა. “ხარებმა” მეტოქეს ოთხივე პერიოდი მოუგეს.
ფაჩულია ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და მოედანზე 22 წუთი დაჰყო. ამ დროში ქართველმა ცენტრმა გუნდს 6 ქულა, 10 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა შესძინა. ზაზამ 8-დან 3 ორქულიანი ჩააგდო და 2 საჯარიმო სროლიდან ვერც ერთი ვერ მოათავსა კალათში.
მატჩში ყველაზე მეტი, 25 ქულა ჩიკაგოელთა ლიდერმა ჯიმი ბატლერმა ჩააგდო. “მილუოკიში” 18 ქულით კრის მიდელტონი გამოირჩა.
პლეი-ოფის მეორე მატჩი 21 აპრილს ისევ ჩიკაგოში გაიამრთება.