ინგლისის ჩემპიონატის 33-ე ტურის შემდეგ ლონდონის “ჩელსი” კიდევ უფრო მიუახლოვდა ჩემპიონობას. ჟოზე მოურინიოს შეგირდებმა “სტემფორდ ბრიჯზე” მე-3 ადგილოსანი “მანჩესტერ იუნაიტედი” მიიღეს და მინიმალური სხვაობით დაამარცხეს.
შეხვედრაში ბევრი მომენტი არ ყოფილა. პირველ ტაიმში კლუბებმა თითო რეალური საგოლე შეტევა განახორციელეს. მატჩის დებიუტში უეინ რუნის შეეძლო გატანა, თუმცა ოდნავ ააცილა. სამაგიეროდ, შედეგიანი აღმოჩნდა მასპინძელთა შესანიშნავი იერიში – 38-ე წუთზე ოსკარის ბრწყინვალე გადაცემით ედენ აზარი მეკარესთან პირისპირ გავიდა და ზუსტი დარტმით ანგარიში გახსნა. მეორე ნახევარში ორივე კლუბს შეეძლო ანგარიშის შეცვლა, თუმცა მცირედი სიზუსტე დააკლდათ - ედენ აზარმა და რადამელ ფალკაომ ძელს გაარტყეს.
“ჩელსიმ” 76 ქულა დააგროვა და მე-2 ადგილოსან “არსენალს” 10 ქულით უსწრებს, ხოლო “იუნაიტედი” მე-3 ადგილზეა და უახლოეს მდევარს “მანჩესტერ სიტის” 4 ქულით ჯობნის.
ევროპა ლიგის საგზურისთვის მებრძოლი “საუთჰემპტონი” გასვლაზე “სტოკს” დაუპირისპირდა და მიუხედავად იმისა, რომ პირველი ნახევარში იმარჯვა, დამარცხდა. “წმინდანები” შნეიდერლენის გოლით იგებდნენ, თუმცა დიუფმა და ადამმა შეხვედრის სცენარი შემოატრიალეს.
ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო “ლესტერმა” და გასავარდნ ზონაში მხოლოდ იმიტომაა, რომ “ჰალთან” შედარებით ბურთების უარესი სხვაობა აქვს. “მელიებმა” შინ “სუონსი” მიიღეს და ულოასა და კინგის გოლებით აჯობეს.
“ვესტ ბრომვიჩმა” გასვლაზე “კრისტალ პალასს” აჯობა, ხოლო “ევერტონმა” შინ მირალაშის გოლით მოუგო “ბარნლის”.
ჩელსი – მანჩესტერ იუნაიტედი 1:0 (1:0)
ლონდონი, “სტემფორდ ბრიჯი”
ჩელსი (4-2-3-1): კურტუა, ტერი, კეჰილი, ივანოვიჩი, აზპილიკუეტა, მატიჩი, ზუმა, ფაბრეგასი (მიკელი 93), ოსკარი (რამირესი 67), აზარი (ვილიანი 94), დროგბა.
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო
მანჩესტერ იუნაიტედი (4-1-4-1): დე ხეა, სმოლინგი, მაკნაირი, ვალენსია, შოუ (ბლეკეტი 80), ფელაინი, ერერა, მატა (იანუზაი 70), იანგი (დი მარია 70), რუნი, ფალკაო.
მწვრთნელი: ლუის ვან გაალი
გოლი: აზარი 38.
გაფრთხილებები: დროგბა, ივანოვიჩი, ოსკარი - ერერა
მსაჯი: მაიკლ დინი
ბურთის ფლობა: 30%-70%, დარტყმა: 7(2)-15(2), ჯარიმა: 13-11, კუთხური: 3-7, თამაშგარე: 2-3, სეივი: 2-1
სტოკი – საუთჰემპტონი 2:1 (0:1)
სტოკი, “ბრიტანია სთედიუმი”
სტოკი (4-2-3-1): ბეგოვიჩი, შოუკროსი, ვოლშაიდი, პიტერსი, კამერონი, ველანი (სიდუელი 76), ველანი, აირლანდი (ადამი 46), უოლტერსი, არნაუტოვიჩი, დიუფი (კრაუჩი 76).
მწვრთნელი: მარკ ჰიუზი
საუთჰემპტონი (4-2-3-1): კ.დევისი, იოშიდა, ფონტე, კლაინი, ბერტრანი (ლონგი 86), ალდერვეირელდი, შნეიდერლენი, ტადიჩი (უარდ-პროუსი 67), ს.დევისი (ელია 86), მანე, პელე.
მწვრთნელი: რონალდ კუმანი
გოლები: 0:1 შნეიდერლენი (22), 1:1 დიუფი (47), 2:1 ადამი (84).
გაფრთხილებები: ფონტე, კლაინი, ალდერვეირელდი, ელია
მსაჯი: მარკ კლატენბურგი
ბურთის ფლობა: 49%-51%, დარტყმა: 15(2)-10(4), ჯარიმა: 17-17, კუთხური: 2-5, თამაშგარე: 3-2, სეივი: 3-0
ევერტონი – ბარნლი 1:0 (1:0)
ევერტონი, “გუდისონ პარკი”
ევერტონი (4-1-4-1): ჰოვარდი, იაგიელკა, სტოუნზი, კოულმენი, ბეინსი, მაკკარტი (ბეშიჩი 88), ბარკლი, მირალაში (ლუკაკუ 61), ლენონი, კონე (ნეისმიტი 80).
მწვრთნელი: რობერტო მარტინესი
ბარნლი (4-4-2): ჰიტონი, დაფი, შაკელი, ტრაიპერი, მი, ჯონსი (მ.ტეილორი 84), არფილდი, ბოიდი (ვოლასი 84), ბარნსი, ინგსი, ვოკსი (იუტკევიჩი 59).
მწვრთნელი: სეან რიჩი
გოლი: მირალაში 29.
გაფრთხილებები: მირალაში – ბარნსი, არფილდი, შაკელი
გაძევება: ბარნსი 45+2.
მსაჯი: მაიკ ჯონსი
ბურთის ფლობა: 66%-34%, დარტყმა: 21(8)-10(1), ჯარიმა: 12-15, კუთხური: 5-6, თამაშგარე: 1-0, სეივი: 1-7
ბარკლიმ მე-11 წუთზე პენალტი ვერ გაიტანა
კრისტალ პალასი – ვესტ ბრომვიჩი 0:2 (0:1)
ლონდონი, “შელჰარსტ პარკი”
კრისტალ პალასი (4-3-3): სპერონი, დელანი, დანი, იარდი, ლედლი (სუარე 46), იედინაკი (გაილი 46), მაკარტური (სანოგო 80), პანჩონი, ბოლასი, ზაჰა, მურეი.
მწვრთნელი: ალან პარდიუ
ვესტ ბრომვიჩი (4-4-2): მაიჰილი, ლესკოტი, მაკოლი, დოუსონი (უისდომი 71), ბრანტი, იაკობი, დ.ფლეტჩერი, მორისონი, გარდნერი (ოლსონი 81), ბერაჰინო (ბეირდი 88), ანიჩებე.
მწვრთნელი: ტონი პულისი
გოლები: 0:1 მორისონი (2), 0:2 გარდნერი (53).
გაფრთხილებები: დანი, პანჩონი, ბოლასი – მაკოლი, გარდნერი, ბრანტი
მსაჯი: ჯონათან მოსი
ბურთის ფლობა: 70%-30%, დარტყმა: 19(4)-7(3), ჯარიმა: 17-17, კუთხური: 7-6, თამაშგარე: 1-2, სეივი: 1-4
ლესტერი – სუონსი 2:0 (1:0)
ლესტერი, “კინგ პაუერ სთედიუმი”
ლესტერი (3-4-3): შმეხელი, მორგანი, ჰუტი, ვასილევსკი (და ლაეტი 46), კამბიასო, შლუპი, კინგი, ოლბრაიტონი, კრამარიჩი (დრინკოვოთერი 74), ულოა (მაჰრეზი 68), ვარდი.
მწვრთნელი: ნაიჯელ პირსონი
სუონსი (4-2-3-1): ფაბიანსკი, უილიამსი, ფერნანდესი, ამატი, რანხელი, კი (მონტერო 58), კორკი, შელვი, სიგურდსონი, რუტლიჯი (დაიერი 70), ოლივეირა (ემნესი 75).
მწვრთნელი: გარი მონკი
გოლები: 1:0 ულოა (15), 2:0 კინგი (89).
გაფრთხილებები: ამატი, შელვი
მსაჯი: ლი პრობერტი
ბურთის ფლობა: 41%-59%, დარტყმა: 18(6)-10(6), ჯარიმა: 6-5, კუთხური: 6-3, თამაშგარე: 0-3, სეივი: 6-4