ფეხბურთი

0:15 | 19.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბუნდესშაბათი მოულოდნელობების გარეშე 

"ბაიერნმა" მორიგი მატჩი მოიგო, ამჯერად "ჰოფენჰაიმს" გასვლაზე 2:0 სძლია და ამ ტურში ვერა, მაგრამ მომდევნო ტურში კი, შესაძლოა, ოფიციალურად გაინაღდოს ჩემპიონობა. თუმცა, ეს უკვე ფორმალობაა: "ბაიერნის" ჩემპიონობაში ეჭვი შარშან შემოდგომაზეც არავის ეპარებოდა.

მიუნხენელთათვის ცუდი ამბავი ისაა, რომ მარცხენა მცველი ხუან ბერნატი დაშავდა და შესაცვლელი გახდა, თუმცა ექიმები ხვალ იტყვიან, თუ რამდენად სერიოზული დაზიანებაა. "ბაიერნს" ტრავმები ისედაც არ აკლია.

პეპ გვარდიოლას გუნდიდან პირველი გოლი როდემ გაიტანა, რომელმაც ჩაბი ალონსოს ნაცვლად ითამაშა. ძნელი სათქმელია, გვარდიოლამ ალონსო "პორტოსთან" ცუდი თამაშისთვის დასაჯა თუ საპასუხო მატჩისთვის დაასვენა. ვნახავთ. ისე კი, როდემ გოლიც კარგი გაიტანა და კარაგდაც ითამაშა. მეორე გოლს რაც შეეხება, თომას მიულერის აქტიურობის შემდეგ, "ჰოფენჰაიმის" მცველმა ბეკმა საკუთარ კარში მიითვალა.

"ლევერკუზენმა" და "დორტმუნდმა" თავიანთ მეტოქეებს (შესაბამისად, "ჰანოვერსა" და "პადერბორნს") საშინელი დღე დააწიეს. ეგაა, იურგენ კლოპის გუნდს გოლების გატანა დააგვიანდა, მეორე ნახევარშიღა გატეხა მეტოქე. "ჰანოვერიც" და "პადერბორნიც" წლეულს ძალიან ცუდად თამაშობენ. ეს უფრო ჰანოვერელთაგანაა გასაკვირი...

მნიშვნელოვანი იყო "ფრაიბურგი"-"მაინცის" შეხვედრა და ობიექტურად უფრო ძლიერმა სტუმრებმა მოიგეს - 2:3. გოლების იშტაზე იყო იაპონელი შინჯი ოკაზაკი, რომელმაც პირველი ტაიმის ბოლოს ორჯერ გაიტანა. ამ მოგების შემდეგ, "მაინცს" უკვე შეუძლია მშვიდად იყოს, აი, "ფრაიბურგზე" კი იგივეს ვერ ვიტყვით: საშიშ ზონაშია.

ბოლოდან მეორეზეა "შტუტგარტი", რომელმაც აუგსბურგში 1:2 წააგო. არადა, შტუტგარტელებს გაცილებით მეტი საგოლე შანსი ჰქონდათ. მატჩის ბედი რაულ ბობადილიას გოლმა გადაწყვიტა, რომელმაც ტობიას ვერნერის პასით გაიტანა. "აუგსბურგი" მეხუთე ადგილზეა და ევროპის ლიგაზე გასვლას ლამობს, ისე კი, წლეულს, შვიდი-რვა ტურის წინ მესამე ადგილზეც იყო.

ლევერკუზენი-ჰანოვერი 4:0 (2:0)

ლევერკუზენი: ლენო, ჰილბერტი (იედვაი 74), პაპადოპულოსი, ტოპრაკი, ვენდელი, ლარს ბენდერი (როლფესი 82), ბრანდტი (ბელარაბი 66), კასტრო, ჩალჰანოღლუ, სონი, კისლინგი

მწვრთნელი: როჯერ შმიდტი

ჰანოვერი: ცილერი, ფელიპე, მარსელო, ჰიროკი საკაი, შულცი (ია კონანი 46), ანდრეასენი, ბიტენკური (პრიბი 25), გულსელამი (შმიდებახი 67), კიოტაკე, შტინდლი, ხოსელუ

მწვრთნელი: ტაიფუნ ქორქუთი

გოლები: 1:0 ტოპრაკი (20), 2:0 ბრანდტი (40), 3:0 პაპადოპულოსი (49), 4:0 კისლინგი (90)

გაფრთხილება: გულსელამი (61), ჰიროკი საკაი (72), კილსინგი (88), შტინდლი (89)

მსაჯი: შიბერტი

ბურთის ფლობა: 53-47, დარტყმა: 25 (10)-5 (1); კუთხური: 11-0, თამაშგარე: 2-4, სეივი: 1-6, ჯარიმა: 14-21

დორტმუნდი-პადერბორნი 3:0 (0:0)

დორტმუნდი: ვაიდენფელერი, პაპასტატოპულოსი, ჰუმელსი, გინტერი, დურმი, შმელცერი (დუძიაკი 82), ბლაშჩიკოვსკი (კამპლი 75), გიუნდოგანი, მხითარიანი, ობამეიანგი (იმობილე 85), კაგავა

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

პადერბორნი: ლარს კრუზე, ჰარტჰერცი, ჰაინლოთი, ჰანემაიერი (ციგლერი 83), რაფა, კოჩი, ბაკალორცი, უალი (რუპი 57), ლაკიჩი (ვუჩინოვიჩი 72), ვრანჩიჩი, კაჩუნგა

მწვრთნელი: ანდრე ბრაიტენრაიტერი

გოლები: 1:0 მხითარიანი (48), 2:0 ობამეიანგი (55), 3:0 კაგავა (81)

გაფრთხილება: ჰუმელსი (7)

მსაჯი: ბრიხი

ბურთის ფლობა: 56-44, დარტყმა: 21 (8)-2 (0); კუთხური: 5-3, თამაშგარე: 3-2, სეივი: 0-5, ჯარიმა: 14-6

ფრაიბურგი-მაინცი 2:3 (0:2)

ფრაიბურგი: ბიურკი, გიუნტერი, კრმაში, მიტროვიჩი (დარიდა 77), რიტერი, ზორგი, ფრანტცი (პეტერსენი 58), გედე (ფილიპი 46), შმიდი, შუსტერი, მეჰმედი

მწვრთნელი: კრისტიან შტრაიხი

მაინცი: კარიუსი, ბროზინსკი, დიასი, პარკი, ნოვესკი, ბაუმგარტლინგერი, გაისი, კუ (ბენგსტონი 46), მალი (სოტო 90+1), სამპერიო (ხარა 63), ოკაზაკი

მწვრთნელი: თომას შმიდტი

გოლები: 0:1, 0:2 ოკაზაკი (39, 45), 1:2 მეჰმედი (81), 1:3 მალი (83), 2:3 შმიდი (90+3)

გაფრთხილება: პარკი (34), კრმაში (83)

მსაჯი: შტეგემანი

ბურთის ფლობა: 58-42, დარტყმა: 25 (10)-12 (5); კუთხური: 10-5, თამაშგარე: 4-1, სეივი: 2-8, ჯარიმა: 15-9

ჰერტა-კიოლნი 0:0

ჰერტა: კრაფტი, ლანგკამპი, ლუსტენბერგერი, ბრუქსი, პეკარიკი, პლატენჰარდტი, შულცი (ჰეგელერი 81), შკელბრედი, შტოკერი, ჰარაგუჩი, კალუ

მწვრთნელი: პალ დარდაი

კიოლნი: ჰორნი, ბრეჩკო, მარო, ვიმერი, ჰექტორი, ლემანი, პეშკო (სვენტო 73), ნაგასავა (გერჰარდტი 62), ფიოგტი, ოსაკო, უჯა (მავრაი 85)

მწვრთნელი: პეტერ შტიოგერი

გაფრთხილება: ჰექტორი (36)

მსაჯი: კირხერი

ბურთის ფლობა: 49-51, დარტყმა: 10 (5)-7 (2); კუთხური: 8-11, თამაშგარე: 1-2, სეივი: 2-4, ჯარიმა: 9-14

ჰოფენჰაიმი-ბაიერნი 0:2 (0:1)

ჰოფენჰაიმი: ბაუმანი, ბეკი, ბისაკჩიჩი, თოლიანი (შიპლოკი 85), პოლანსკი (შალაი 70), ფირმინო, რუდი, შვეგლერი, შტრობლი, მოდესტე (ციუბერი 70), ფოლანდი

მწვრთნელი: მარკუს გისდოლი

ბაიერნი: ნოიერი, რაფინია, ბადშტუბერი, დანტე, ბერნატი (ბოატენგი 46), გაუდინიო (ალკანტარა 57), როდე, ვაიზერი, გიოტცე, მიულერი, ლევანდოვსკი (პიზარო 89)

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

გოლები: 0;1 როდე (38), 0:2 ბეკი (90 ავტოგოლი)

გაფრთხილება: რუდი (19), მიულერი (21), დანტე (24), რაფინია (66), ბეკი (68), ფოლანდი (71)

მსაჯი: შტიბერი

ბურთის ფლობა: 36-64, დარტყმა: 8 (1)-20 (5); კუთხური: 1-10, თამაშგარე: 5-0, სეივი: 3-1, ჯარიმა: 16-21

აუგსბურგი-შტუტგარტი 2:1 (1:1)

აუგსბურგი: ჰიტცი, ბაბა, ჰონგი, კლავანი, ვერჰაეგი, ბაიერი, ჰიობერგი (ალტინტოპი 60), ფოილნერი, ტობიას ვერნერი, ბობადილია (კორი 88), ეშვაინი (მიოლდერსი 85)

მწვრთნელი: მარკუს ვაინცირლი

შტუტგარტი: ულრაიხი, კლაინი, ნიდერმაიერი, რიუდიგერი, შვააბი (ტიმო ვერნერი 76), გენტნერი, ჰლუშეკი, მაქსიმი, სერეი (იბიშევიჩი 83), გინჩეკი, კოსტიჩი

მწვრთნელი: ჰუბ სტევენსი

გოლები: 1:0 ტობიას ვერნერი (7), 1:1 გინჩეკი (22)

გაფრთხილება: ჰლუშეკი (36), სერეი (40), შვააბი (66), ბაბა (83), ფოილნერი (83), მაქსიმი (83)

მსაჯი: კინჰოფერი

ბურთის ფლობა: 57-43, დარტყმა: 12 (4)-16 (7); კუთხური: 2-6, თამაშგარე: 6-1, სეივი: 6-2, ჯარიმა: 20-16

0.14177