თბილისის სპორტის სასახლეში გამართული ევროპის ჩემპიონატის ბოლო დასკვნით დღეს ქართველმა მძიმეწონოსანმა ირაკლი თურმანიძემ 3 ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ქართველმა ძალოსანმა დაჯილდოვების შემდეგ ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს გამარჯვება საქართველოს მიუძღვნა.
ირაკლი თურმანიძე (ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი): “შეიძლება მეტიც შემეძლო და პრინციპში ოქროს აღებაც რეალური იყო. საბოლოო ჯამში კარგი შედეგი დავაფიქსირე, სამი ვერცხლის მედალი მოვიგე. მადლობა ყველას მობრძანებისთვის და გულმხურვალე გულშემატკივრობისთვის. ჩემს გამარჯვებას საქართველოს ვუძღვნი”.
გიორგი ასანიძე (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “რა თქმა უნდა, ოქროს მოგება ჯობდა, მაგრამ შეჯიბრება ისე წარიმართა, რომ ზედმეტ რისკზე აღარ წავედით. ვულოცავ ირაკლის ამ წარმატებას. დარწმუნებული ვარ თურმანიძე მსოფლიოს ჩემპიონატზე უკეთ იასპარეზებს.