ფეხბურთი

16:56 | 18.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის ლიგა ციფრებში

უეფას ევროპის ლიგაზე ხუთშაბათს პირველი მეოთხედფინალური მატჩები გაიმართა, რის შემდეგაც საკმაოდ საინტერესო სტატისტიკური მონაცემები დაგროვდა.

“ნაპოლის” მიერ “ვოლფსბურგის” სტუმრად 4:1 განადგურება ევროპის ლიგის ამ ეტაზე სტუმრად ყველაზე დიდი სხვაობით მოგებული მატჩია. 2011-2012 წლების სეზონში “შალკეს” გელზენკირხენში “ბილბაომ” 4:2 აჯობა, ხოლო ერთი წლით ადრე მოსკოვში “სპარტაკს” “პორტუმ” 5:2 მოუგო.

ევროპის ლიგის აქამდე გამართული 24 პირველი მეოთხედფინალური მატჩიდან “ბრიუგე” – “დნიპროს” შეხვედრა იყო პირველი, რომელიც ნულოვანი ფრით დასრულდა.

2:1 მეოთხედფინალის ყველაზე პოპულარული ანგარიშია. “სევილიას” შეუძლია ოპტიმისტურად იყოს განწობილი, რადგან გუნდებმა, რომლებმაც პირველ მატჩებში აღნიშნული ანაგრიშით მოიგეს 6-დან 4 შემთხვევაში მომდევნო ეტაპზე აღმოჩნდნენ.

აქამდე მეოთხედფინალის პირველ მატჩებში ანგარიში – 1:1 მხოლოდ ერთხელ, 2010-2011 წლების სეზონში იყო დაფიქსირებული. მასპინძელი გუნდი მაშინაც კიევის “დინამო” გახლდათ. მომდევნო ეტაპზე გასვლა მაშინ უკრაინელებმა ვერ მოახერხეს, რადგან საპასუხო მატჩში “ბრაგასთან” ნულოვანი ფრე დაფიქსირდა.

ბელგიურ “ბრიუგეს” ევროპის ლიგაზე მიმდინარე სეზონში თამაში არ წაუგია. მიშელ პრიუდომის გუნდს წაუგებელ სერიამდე უკვე 11 თამაში დაუგროვდა.

კიევში ნათამაშები ფრით ფლორენციის “ფიორენტინას” მიეცა საშუალება გაეგრძელებინა ევროპის ლიგაზე წაუგებელი საგარეო სერია. “იებს” გასვლაზე 11 მატჩია არ წაუგია.

ჰოლანდიელმა ჯერმეინ ლენსმა, რომელმაც “ფიორენტინას” გოლიც გაუტანა, ევროპის ლიგაზე 42-ე მატჩი ჩაატარა. მასზე მეტჯერ მხოლოდ პარაგვაელ ოსკარ კარდოზოს და დანიელ კარისოს აქვთ ნათამაშები – 44.

უნაი ემერი კი რეკორდსმენია. მას ევროპის ლიგაზე 46 შეხვედრა დაუგროვდა. თუ “სევილია” ფინალში გააღწევს, ემერს საიუბილეო – 50 თამაშის გამართვა ზედ ფინალში მოუწევს.

“სევილიამ” “ზენიტის” წინააღმდეგ მატჩში საკუთარ მოედანზე ზედიზედ მერვედ მოიგო. აბსოლუტური რეკორდი “ბენფიკას” და “ატლეტიკოს” ეკუთვნით, რომელთაც 10-ჯერ მოუგიათ. თავის მხრივ, “ზენტს” სანქტ-პეტერბურგში მიჯრით 9 მატჩი აქვს მოგებული.

მანოლო გაბიადინის მიერ “ვოლფსბურგის კარში გატანილი გოლი ევროპის ლიგაზე რიგით 3.200-ე გამოდგა.

0.125028