ფეხბურთი

14:37 | 18.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის ლიგის 1/4-ფინალის სიმბოლური

უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა ევროპის ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი მატჩების შემდეგ სიმბოლური ნაკრები დაასახელა. საუკეთესო 11 ფეხბურთელს შორის ყველაზე მეტი, 4 წარმომადგენელი იტალიურ “ნაპოლის” ჰყავს. ნეაპოლელებმა სტუმრად “ვოლფსბურგი” 4:1 გაანადგურეს და ფაქტობრივად ნახევარფინალის საგზური გაინაღდეს.

იტალიური გუნდიდან სიმბოლურში მცველი მიგელ ბრიტოსი, ნახევარმცველები გიოკჰან ინლერი, მარეკ ჰამშიკი და თავდამსხმელი გონსალო იგუაინი მოხვდნენ.

მეოთხედფინალური ეტაპის პირველი მატჩების სიმბოლური შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარე: მეთიუ რაიანი (“ბრიუგე”)

მცველები: დანილო სილვა (კიევის “დინამო”), დუგლასი (“დნიპრო”), მიგელ ბრიტოსი (“ნაპოლი”).

ნახევარმცველები: გიოკჰან ინლერი, მარეკ ჰამშიკი (ორივე “ნაპოლი”), დენის სუარესი (“სევილია”), ალექსანდრ რიაზანცევი (“ზენიტი”).

თავდამსხმელები: მოჰამედ სალა (“ფიორენტინა”), ობი ოულარე (“ბრიუგე”), გონსალო იგუაინი (“ნაპოლი”).

0.134649