ფეხბურთი

13:01 | 18.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

სახოსთვის სეზონი დასრულდა

ლონდონის “ვესტ ჰემის” სენეგალელმა ფორვარდმა დიაფრა სახომ “სტოკ სიტისთან” ფრედ დასრულებულ მატჩში (1:1) სერიოზული ტრავმა მიიღო.

25 წლის ფეხბურთელმა ბარძაყის კუნთი გაიჭიმა და თამაშის დასრულება ვერ მოახერხა.

“შესაძლოა, მან სეზონის მიწურულს მოედანზე დაბრუნება შეძლოს, თუმცა, არის ალბათობა იმისა, რომ ვეღარ ითამაშოს. მსგავსი სახის ტრავმის დროს სიფრთხილე აუცილებელია, რადგან რეციდივის საშიშროება არსებობს. ჩვენ მისი ჯანმრთელობით გარისკვას არ ვაპირებთ” - განაცხადა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სემ ელარდაისმა.

ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში სახომ 10 გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

0.126887