როგორც “მეტრო” იუწყება, ინგლისური კლუბები “ლივერპული” და “ტოტენჰემი” ესპანური “სევილიას” კოლუმბიელი ფეხბურთელის კარლოს ბაკას შეძენით დაინტერესდნენ. “ტოტენჰემის” ინტერესის შესახებ ინფორმაცია ადრეც გავრცელდა. მერსისაიდული კლუბი მზადაა 25 მილიონი გირვანქა გადაიხადოს 28 წლის სამხრეთამერიკელში.
ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ბაკამ 31 მატჩი ჩაატარა და 17 გოლის გატანა შეძლო, ევროპა ლიგის 11 მატჩში კი 3 გოლი გაიტანა.
კარლოს ბაკამ ევროპულ ფეხბურთში თავის დამკვიდრება “ბრიუგეში” წარმატებული სეზონის შემდეგ მოახერხა. 2013 წლიდან კი “სევილიას” ფეხბურთელია. ესპანურ კლუბში სადებიუტო სეზონისას ევროპა ლიგის გამარჯვებული გახდა. აღნიშნულ სეზონში ბაკა ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო სამხრეთამერიკელ ფეხბურთელად დასახელდა.