სხვა

19:55 | 17.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

 “ქართუ ბანკმა” ოლიმპიური ფესტივალისთვის 10 მილიონი გამოჰყო

თბილისის მერია “ქართუ ბანკისგან” 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მომზადებისთვის 10 მილიონ ლარს მიიღებს. “ქართუ ბანკის” ინიციატივა საკრებულომ უნდა დაამტკიცოს, რის შემდეგაც თანხა თბილისის მერიას გადაეცემა. გასულ კვირას ოლიმპიადის მომზადებისთვის 38 მილიონით მეტი გამოიყო, თუმცა თანხა საკმარისი არ გამოდგა.

“ქართუ ბანკის” მხრიდან ფინანსური დახმარება რესურების სიმცირემ გამოიწვია. საკრებულოს ოპოზიციური ნაწილი ქალაქის მერიის მიერ თანხების არამიზნობრივ განაწილებაზე ამახვილებს ყურადღებას.

“დღევანდელ სხდომაზე განხილული იქნება საქველმოქმედო ფონდ “ქართუს” მიერ 10 მილიონი ლარის გამოყოფა თბილისის 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიადის ჩატარებისთვის. ეს იქნება საკრებულოს ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი”, - განაცხადა საკრებულოს წევრმა გიორგი აბესაძემ “მოამბესთვის” მიცემულ ინტერვიუში.

“თბილისის 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიადა მეტად მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომლის წარმატებით ჩატარებაზე სახელმწიფოს იმიჯია დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ორი კვირის წინ სახელმწიფომ და თბილისის მერიამ 38 მილიონით გაზარდა ოლიმპიადის გამართვისთვის არსებული თანხა, ჯამში კი 130 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება” – აღნიშნა გიორგი აბესაძემ.

“დღეს ვიგებთ, რომ ეს თანხა საკმარისი არ გამოდგა და კიდევ 10 მილიონი ლარია საჭირო. ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისადმი ასეთი უუნარო და არაორგანიზებული დამოკიდებულება გამოიწვევს ბევრ ხარვეზს”, - დაასრულა აბესაძემ.

0.118331