ფეხბურთი

16:41 | 17.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბენიტესს “ნაპოლიში” დარჩენა სურს

“ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა რაფელ ბენიტესმა ევროპის ლიგის მეოთხედფინალის პირველი მატჩში “ვოლფსბურგის” სტუმრად დამარცხების (4:1) შემდეგ განაცხადა, რომ იტალიურ გუნდში დარჩენა სურს.

იტალიური მედიის ინფორმაციით, ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ესპანელი სპეციალისტის შემცვლელს ეძებს.

“ბოლო წლების განმავლობაში ლაურენტისმა “ნაპოლისთვის” ბევრი სამუშაო შეასრულა. მინდა დავიწყო მოლაპარაკება კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით.” – განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.

ბენიტესმა “ნაპოლი” 2013 წელს ჩაიბარა და მას შემდეგ გუნდს იტალიის თასი და სუპერთასი მოაგებინა. მიმდინარე სეზონში ნეაპოლელები სერია ა-ში მე-4 ადგილზე იმყოფებიან და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვიან. ბენიტესის გუნდმა ევროპის ლიგის მეოთხედფინალში გერმანული “ვოლფსბურგი” სტუმრად 4:1 გაანადგურა და ნახევარფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

0.119689