იტალიური მედიის ინფორმაციით, არგენტინის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი კარლოს ტევესი ტურინის “იუვენტუსს” მიმდინარე სეზონის ბოლოს იმ შემთხვევაში დატოვებს თუ “ბიანკონერი” ჩემპიონთა ლიგას მოიგებს.
ჯერჯერობით გაურკვეველია სამხრეთამერიკელის იტალიაში დარჩენა-არდარჩენის საკითხი. ტურინელებს სურთ ფეხბურთელს კონტრაქტი ერთი წლით გაუხანგრძლივონ და ტევესი “იუვენტუს სთედიუმზე” 2016/17 წლების სეზონის ბოლომდე დარჩეს.
ყველაზე რეალურად სახელდება ვარიანტი, რომელის თანახმად, კარლოსი “იუვენტუსის” ღირსებას კონტრაქტის ამოწურვამდე დაიცავს, ხოლო 2016 წლის ივლისიდან კარიერას არგენტინულ “ბოკა ხუნიორსში” გააგრძელებს.
მიმდინარე სეზონში ტევესი შედეგიანობით გამოირჩევა. 31 წლის მოთამაშემ ყველა საკლუბო ტურნირზე ჩატარებულ 38 შეხვედრაში 25 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემაც შეასრულა. იტალიის ჩემპიონატში ტევესს 17 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავას ლიდერობს.